საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მოცურავეთა გუნდმა „ტონუსმა“ ზამთრის ღია ჩემპიონატში 7 ოქრო, 8 ვერცხლი და 7 ბრინჯაო მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის - „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატში, მოკლე წყალზე (25მ. აუზი) 7 ოქროს, 8 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მითი ცნობით, საქართველოს ზამთრის ღია ჩემპიონატი ცურვაში თბილისის გლდანის საცურაო აუზზე ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა „წყალთა სახეობის ცენტრი - ტონუსის”, აჭარის, რუსთავის, გორის, ქარელის, მცხეთის, გლდანის, თემქის, ბლექსის, ელიტის, აქვაცენტრის, სფლეშის, ნეპტუნის გუნდების 190-მა წამყვანმა სპორტსმენმა მიიღეს. ტურნირი როგორც ღია ასაკობრივ ჯგუფში, ისე 2009-2010 წლებში დაბადებულ ვაჟებსა და 2010-2011 წლებში დაბადებულ გოგონებში ჩატარდა.

სტუ-ის სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის სპორტის მიმართულების ხელმძღვანელი, არჩილ იოსელიანი მორიგ გამარჯვებას ულოცავს „ტონუსის” მოცურავეთა გუნდს და აცხადებს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა პირობებს ქმნის, რათა ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესი ნორმა გახდეს.

„თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ თითოეული გაცურვა მაყურებელს ბოლო წამამდე აღელვებდა. პროგრამა იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო, ტურნირი ჩვენი გუნდისთვის წარმატებული აღმოჩნდა. ამ ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ცურვა ცოცხალია, ვითარდება და რაც მთავარია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სპორტის ამ და სხვა სახეობების განვითარებით ხელს უწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას. გამარჯვებას ვულოცავ თითოეულ მოცურავეს და წარმატებებს ვუსურვებ”, - აცხადებს არჩილ იოსელიანი.

სტუ-ის ინფორმაციით, „ტონუსის“ გუნდის წევრებმა შემდეგი ჯილდოები მოიპოვეს: მამუკა შენგელია - 2 ვერცხლი, 2-ბრინჯაო, 2 ოქრო; სალი შჩერბაევა - ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო; ალექსი ჯიქიძე - 1 ოქრო, 2 ვერცხლი; სანდრო ქვილორია - 2 ბრინჯაო; აკაკი მღებრიშვილი - 3 ოქრო; ლუკა მარწყვიშვილი - 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო. ასევე, 4X100 მ. თ/ყ ესტაფეტაში „ტონუსის” გუნდმა (შემადგენლობით - მამუკა შენგელია, საბა ბენდელიანი, სანდრო ქვილორია და ალექსი ჯიქიძე) მოიპოვა ვერცხლის მედლები, ხოლო 4X100 მ. კროლის ესტაფეტაში (შემადგენლობით - მამუკა შენგელია, საბა ბენდელიანი, სანდრო ქვილორია და ალექსი ჯიქიძე) - ოქროს მედლები.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ