შალვა ოგბაიძე - დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა

დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა,- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის თავმჯდომარემ შალვა ოგბაიძემ განაცხადა.

მან დედაქალაქის მერს კახა კალაძეს ანგარიშის წარდგენისთვის მადლობა გადაუხადა.

შალვა ოგბაიძემ სატრანსპორტო პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დედაქალაქის მთავრობის მიზანი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის კიდევ უფრო ხელმისაწვდომობაა, რაც საქალაქო ტრანსპორტით მოსარგებლეთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.

ოგბაიძის თქმით, დედაქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკი სრულად განახლდა.

„კვლავ გაგრძელდება თბილისის ქუჩებში ბასლაინების მონიშვნა, რათა საქალაქო ტრანსპორტმა შეუფერხებლად შეძლოს მოძრაობა და მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა.

თბილისის მერია დედაქალაქში 18-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანას განაგრძობს.

სატრანსპორტო საშუალებები სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე ევროსტანდარტებს, რაც ეკოლოგიისთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.

შალვა ოგბაიძე ასევე ისეთ მნიშვნელოვან თემებს შეეხო, როგორიცაა მეტროს, ავტობუსების და მიკროავტობუსების მარშრუტების განახლება და სინქრონიზაცია, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოპტიმალური გადანაწილება და ხელმისაწვდომობის ამაღლება.

მისივე თქმით, ჭკვიანი შუქნიშნების მეშვეობით მონაცემების შეგროვება ხდება, სატრანსპორტო ნაკადების უკეთესი გადანაწილება და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაცია.

პარკირების საკითხთან დაკავშირებით ოგბაიძემ აღნიშნა, რომ პარკირების რეგულირება სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალურ მართვას ემსახურება.

,,ელექტრომობილებს არ შეეხება ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასური. მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე გამოყოფილია სპეციალურად მათთვის განკუთვნილი უფასო სადგომები, რომლებზეც სხვა ავტომანქანებს დაყენების უფლება არ აქვთ.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ელექტრო დამტენების მონტაჟს,“-განაცხადა ოგბაიძემ.

მისივე თქმით, წელს ამ წახალისებით 600 ერთეულიდან, თითქმის, 4000 ერთეულამდე გაიზარდა ელექტრომობილების მოხმარების რაოდენობა.

შალვა ოგბაიძე 2019 წელს კახა კალაძის ინიციატივასაც შეეხო, რომელიც 186-ე ბაგა-ბაღში საბავშვო ავტოქალაქის შექმნას გულისხმობდა, სადაც ბავშვები მოძრაობის წესებს სწავლობენ.

,,აღნიშნული პროექტი კვლავაც გრძელდება და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მას წარმატებით ახორციელებს’’,-განაცხადა ოგბაიძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა