ლევან აბაშიძე - დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს საშუალებას, ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს

დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სხდომაზე, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენების შეფასების დროს განაცხადა.

მისი განცხადებით, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

„ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ საქართველოში ახალი არჩევნები იქნება. დღეს საქართველოს ჰყავს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება, რომელიც არავის მისცემს იმის საშუალებას, რომ ქართველი ხალხის უმრავლესობის დემოკრატიული არჩევანი ვინმემ ეჭვქვეშ დააყენოს. ეს იქნება ქვეყნის გარეთ თუ შიგნით“, - განაცხადა ლევან აბაშიძემ.

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ დედაქალაქის მერის ანგარიშზე და მომავალი წლის ბიუჯეტზეც გაამახვილა ყურადღება. მან არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და ავარიული ლიფტების პრობლემის მოგვარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. ლევან აბაშიძემ თბილისის მერის ანგარიში დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი უპრეცედენტოდ მაღალია.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!