გივი ჩხარტიშვილი - დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ, გივი ჩხარტიშვილმა, თბილისის მერს, კახა კალაძეს, მადლობა გადაუხადა დედაქალაქში გაწეული სამუშაოებისთვის, რომლებიც აკაკი წერეთლის გამზირის სრულ რეაბილიტაციას და დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახნას ეხებოდა.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა დედაქალაქის მერს მადლობა გადაუხადა როგორც პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანს იმ სიმტკიცისთვის და ღირსებისთვის, რომელიც ქართველ ხალხს შეუნარჩუნეს „ქართული ოცნების“ ლიდერებმა.

მისი თქმით, ამ ყველაფერში განსაკუთრებული როლი კი ბატონ ბიძინა ივანიშვილს აქვს.

„ის ოთხი პოლიტიკური პარტია თუ რა პროცესებს ახორციელებს, ამას კარგად აფასებს ქართველი ხალხი. იმ დავალებებს, რომლებიც მოდის უცხოეთიდან, ვერ ასრულებენ ოპოზიციური პარტიები, რადგან მათი პოლიტიკა ქართველი ხალხისთვის მიუღებელია. დარწმუნებული ვარ, გონიერებით, სიმტკიცით და ღირებულებებით გავაგრძელებთ ევროპისკენ ღირსეულ წინსვლას ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

მიმდინარე სხდომაზე, რომელზეც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ანგარიში წარადგინა, საკრებულოს დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ 2025 წლისთვის შესაძლებელი იქნება საცურაო აუზის რეაბილიტაციის პროექტის დაწყება დიღმის მასივის მესამე კვარტალში.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს