კახაბერ ლაბუჩიძე - დედაქალაქი ყოველწლიურად იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა წელს იყო - ყველა გამზირი და ქუჩა უმაღლესი ევროპული სტანდარტისაა, ჩვენი ახალი საბავშვო ბაღებით კი ევროპის ნებისმიერი დედაქალაქი იამაყებდა

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავხედურად ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ საქართველოში ხელისუფლების ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელია.

აღნიშნული განცხადება კახაბერ ლაბუჩიძემ თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რომელზეც დედაქალაქის მერი კახა კალაძე წლიური მოხსენებით წარდგა.

სალომე ზურაბიშვილმა ამ განცხადებით მუნიციპალიტეტის ასობით არჩეულ მაჟორიტარს, პროპორციული სიით გასულ ასობით ადამიანს გადაუსვა ხაზი ისე, თითოს მუნიციპალიტეტის და თვითმმართველობების ინსტიტუტები ჩვენ საერთოდ არ გვქონდეს. დღეს ისე არიან ოპოზიციის ლიდერები გონებადაბნელებულნი, რომ დავალების შესრულების გარდა, არაფერი არ ახსოვთ“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

მისივე თქმით, დღევანდელ დღეს დედაქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობა გაწერილ პროექტებს ელოდება, რომელიც დღევანდელ ბიუჯეტის განხილვისას დამტკიცდა და ქალაქს კიდევ უკეთესს გახდის.

„დედაქალაქი ყოველწლიურად იმაზე უკეთესია, ვიდრე წინა წელს იყო. ყველა გამზირი, ქუჩა, შუქნიშანიც კი არის უმაღლესი ევროპული სტანდარტის, ხოლო იმ 30-მდე ახალი საბავშვო ბაღით, რომლებიც კახა კალაძის მერობის პერიოდში აშენდა, ევროპის ნებისმიერი დედაქალაქი იამაყებდა“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

ასევე, კახაბერ ლაბუჩიძემ დედაქალაქის მერს საბავშვო ბაღის აღმზრდელების ხელფასების ზრდისთვის, დედაქალაქში განხორციელებული მასშტაბური პროექტებისთვის მადლობა გადაუხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა