ხატია დეკანოიძე - იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, რეჟიმი უნდა დაემხოს

იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრამდე მედიას განუცხადა.

მისივე თქმით, „რეჟიმის ჩამოშლის პირველი დიდი აგური“ არის მისი არალეგიტიმურობა.

„შეტყობინება მივიღე ადმინისტრაციისგან. პოლიტიკური პროცესის წარმართვა რომ მნიშვნელოვანია, ფაქტია. ის მიღწევა, რა მიღწევებიც ჩვენ დღეს გვაქვს, ეს არის არალეგიტიმურობა, საქართველოში გამეფებული რეჟიმის. პრაქტიკულად, არცერთი ქვეყანა არ აღიარებს ამ რეჟიმის ლეგიტიმაციას. სანქციები ეს ყველაფერი არის ქართველი ხალხის პროტესტის, ახალგაზრდების დამსახურება. ჩვენი მოთხოვნა, ისევე როგორც ყველას მოთხოვნა, ვინც დგას პროტესტზე ემთხვევა პრეზიდენტის პოზიციას - ეს არის ახალი არჩევნები და ეს არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება.

რაც შეეხება დიალოგს, მე პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ შეთანხმება იმაზე, როგორ უნდა წარიმართოს არჩევნები, არის აუცილებელი. ამაზე ჩემი პირადი პოზიციები მაქვს. არ ვიცი, რა ფორმაციას გულისხმობს ეს საბჭო, მაგრამ პოლიტიკური პროცესი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ფაქტია, რომ შეთანხმება ახალ არჩევნებზე, რომელიც არის გარდაუვალი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად, არის აუცილებელი. იმისთვის, რომ ჩატარდეს ნორმალური, სამართლიანი არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული, ეს რეჟიმი უნდა დაემხოს და რეჟიმისგან თავისუფალი უნდა იყოს პრაქტიკულად ყველა ინსტიტუცია. რეჟიმის ჩამოშლის პირველი დიდი აგური არის მათი არალეგიტიმურობა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი