ნიკა გვარამია - ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან  ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები პრეზიდენტია - ჩემი პირადი პოზიციაა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ

ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რადგან ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია - ჩემი პირადი პოზიციაა პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს, მაგრამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ.

„სახალხო პროტესტის მიმართულებით არავის არაფერი სალაპარაკო არ აქვს. დღეს რომ პოლიტიკოსებზე ლაპარაკობენ, ეს სამართლიანია, იქიდან გამომდინარე, თუ რა ჩანს. მაგრამ პოლიტიკოსები ბევრი საქმით არიან დაკავებულები და ყველაფერი არ ჩანს. სამაგიეროდ, შედეგებს ვხედავთ, მათ შორის სანქციების, არაღიარების და ა.შ. სახით. თუმცა საბაზისო მნიშვნელობა ყველა გადაწყვეტილებისთვის, რაც არსებობს და რაც კიდევ იქნება მიღებული, სახალხო პროტესტია, რადგან ძალაუფლება ხალხისაა და მას ეს ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს. ხალხი ამ ძალაუფლებას იბრუნებს. რაც შეეხება პოლიტიკოსებს, პოლიტიკოსებმა პოლიტიკური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ აუცილებლად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სახალხო პროტესტზე დგომა ან ამის მხარდაჭერა ჩვენი, როგორც მოქალაქეების მხრიდან, საკმარისია. ვერ გეტყვით დღეს ვნახავთ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას იმიტომ, რომ ჩვენ, პოლიტიკური პარტიები ამ წუთას ამ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ. ამ წუთას გადაწყვეტილების მიმღები საქართველოს პრეზიდენტია.

ჩემთვის ერთი რამ ნათელია და ჩემი პირადი პოზიციაა - პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნები! სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. ამაზე ვხედავ რეაქციას„ქართული ოცნების“, რომელიც აცხადებს, რომ ამის გამო ყველას დაიჭერს. „ქართული ოცნების“ რეაქციები ცხადყოფს, რისი ეშინიათ მათ რეალურად“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ