დიმიტრი ცქიტიშვილი - უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც არჩევნებს იპარავენ

დღეს გვექნება უფრო მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, საბჭო რას გულისხმობს , - ამის შესახებ „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა, პრეზიდენტთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელებენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნის მექანიზმებზე.

„დღევანდელი შეხვედრა უკავშირდება იმას, რაზეც ჩვენს მოსაზრებებში არანაირი განსხვავება არ არის, ეს არის დაპატიმრებული ადამიანების განთავისუფლება უპირობოდ, მათ შორის, სისხლის სამართლებრივი დევნაც უნდა შეწყდეს.

მეორე, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ის, რომ არჩევნები ჩატარდეს და არჩევნები უნდა აკმაყოფილებდეს საბაზისო დემოკრატიულ სტანდარტებს. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს იმ ინსტიტუტების განეიტრალება, რომლებიც იპარავენ არჩევნებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, შეიქმნება საბჭო, რომლის მანდატიც ახალი არჩევნების მომზადება იქნება.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, მზადდება დოკუმენტიც, რომელშიც არჩევნების ძალიან მალე ჩატარებისთვის მინიმალური პირობები იქნება წარმოდგენილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია