აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია განახლდა

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეების საპროტესტო აქცია განახლდა.

პროტესტს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები უერთდებიან.

შეკრებილების თქმით, 27 დღეა აჭარის მთავრობის სახლთან პროტესტი მიმდინარეობს, მთავარი მოთხოვნით, რომ ხელახლა დაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები. აქციის მონაწილეებს მიაჩნიათ, რომ “ქვეყანას რუსული რეჟიმი” მართავს.

“სადამკვირვებლო ორგანიზაციები არჩევნების შედეგებს არ აღიარებს, ხედავთ, რომ არჩევნები გაყალბდა. ქვეყანა რუსული ჭაობისკენ მიდის, მაგრამ ჩვენი ვალია, ქვეყანა დავიცვათ და გავაგრძელოთ ევროპული სვლა”, - აღნიშნა ერთ-ერთმა მოქალაქემ

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები