კახა კალაძე - „საახალწლო სოფელი" წელს ყველაზე მასშტაბურია, ძალიან სასიამოვნო გარემოა, მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები

წლევანდელი საახალწლო სოფელი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი აქამდე გაგვიკეთებია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან, „საახალწლო სოფელში" სტუმრობისას განაცხადა. კახა კალაძემ „საახალწლო სოფლის" დეკორაციები დაათვალიერა.

„საახალწლო სოფელი", რომელიც 2017 წლიდან ერთგვარ ტრადიციად იქცა, წელს ყველაზე მასშტაბურია, რაც აქამდე გაკეთებულა. ძალიან სასიამოვნო გარემო არის. მოვუწოდებ ყველას, მობრძანდნენ დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოიყვანონ შვილები. აქ იმართება სხვადასხვა კონცერტები, წარმოდგენები. მართლაც ჯადოსნურია, მორთულია ულამაზესად და მინდა ყველა იმ ადამიანს, იმ კომპანიას მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროექტის განხორციელებაში", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის პრესამსახურის ინფორმაციით, „საახალწლო სოფელი" 21 დეკემბრიდან ორბელიანის მოედანზე, დედაენის ბაღში და იუსტიციის სახლის ავტოსადგომის მიმდებარე ტერიტორიაზე ამოქმედდა. აღნიშნულ არეალებში მოწყობილია სხვადასხვა სახის სივრცეები, იმართება წარმოდგენა-პერფორმანსები, კულტურული, სპორტული, საბავშვო და სხვა სახის თემატური აქტივობები, ასევე კონცერტები.

„საახალწლო სოფელში" სხვადასხვა ინსტალაციებთან ერთად განთავსებულია საბავშვო-საგამოფენო პავილიონები, საახალწლო მატარებელი, თოვლის ბაბუას-სანტას სახლი და სახელოსნო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუა დახვდებათ.

ასევე ფუნქციონირებს ღია კინოთეატრი საახალწლო პროგრამით; ატრაქციონების პარკი, საციგურაო ყინულის მოედანი, რომელიც ოთხჯერ უფრო მასშტაბურია, ვიდრე წინა ახალ წელს.

„საახალწლი სოფელში" მოეწყობა ტკბილეულის ფესტივალი და თბილისის საშობაო ბაზარი, სადაც გაიმართება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა