პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე შპს „მეტალ +“-ის დირექტორი დააკავა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, გენერალური პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მეტალ +“-ი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, ტურისტული და ბიზნესის ხელშემწყობი ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერებში გამარჯვებულად გამოცხადდა, რის საფუძველზეც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიასა და კომპანიის დირექტორს შორის, სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე 1 091 329 ლარის ხელშეკრულებები გაფორმდა.

„აღნიშნულის საფუძველზე შპს „მეტალ +“-ის ანგარიშზე, საბოლოოდ, 893 522 ლარი, მათ შორის, 763 931 ლარი ავანსის სახით ჩაირიცხა. თუმცა კომპანიის დირექტორმა არ შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, მიღებული თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი მოახმარა სახელმწიფო დაკვეთის შესრულებას, ხოლო დანარჩენი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა. კერძოდ, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით დადგინდა, რომ შპს „მეტალ +“-ის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 212 840 ლარს შეადგენდა, რაც შეეხება ჩარიცხულ 680 682 ლარს შპს „მეტალ +“-ის დირექტორმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა.

უკანონოდ დაუფლებული თანხისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს „მეტალ +“-ის დირექტორმა კომპანიის საბანკო ვალდებულებები დაფარა და როგორც ფიზიკურმა პირმა უძრავი და მოძრავი ქონება, კერძოდ, 1 ბინა და 4 ავტომობილი შეიძინა. აღნიშნული გზით, მან 680 682 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინა. აღნიშნული ქონება დაყადაღებულია გამოძიების ფარგლებში.

დაკავებულს ბრალდება სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენის და გამოვლენის მიზნით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე