GCCA-ის შეფასებით, მოცვის ბაზარი დინამიური და კონკურენტულია, 51 ექსპორტიორიდან ხუთი ყველაზე მსხვილი კომპანიის წილი 60%-ია

მოცვის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში ხორციელდება. 2024 წელს აღნიშნული ქვეყნის წილი 86%-ის ფარგლებშია, თუმცა, ბოლო წლებში მზარდია ევროპაში ექსპორტირებული მოცვის რაოდენობაც, - ამის შესახებ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ მოცვის ბაზრის მონიტორინგის შედეგებშია აღნიშნული.

როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტო 2020-2024 წლებში (ოქტომბრის ჩათვლით), შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.

„საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) მოცვის ბაზრის მონიტორინგი დაასრულა, რომლის ფარგლებშიც, 2020-2024 წლებში, კონკურენტული გარემო შეფასდა.

მონიტორინგის დაწყების საფუძველს ადგილობრივი ფერმერების მომართვა წარმოადგენდა.

განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა შემდეგი:

2020-2024 წლებში, (2024 წლის 10 თვე), ქვეყნიდან ექსპორტირებული მოცვის როგორც რაოდენობრივი, ასევე ღირებულებითი მაჩვენებელი მზარდია.

რაოდენობრივი კუთხით, 2024 წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყნიდან ექპორტირებულია 660%-ით მეტი მოცვი (4969 ტონა) ვიდრე 2020 წელს (654 ტონა). ღირებულებით ნაწილში კი, ზრდამ შეადგინა 595%, 2020 წელს ექსპორტირებულია 11,4 მლნ. ლარის მოცვი, ხოლო 2024 წელს ექსპორტის მაჩვენებელი 78,420 მლნ. ლარამდე გაიზარდა. ამასთან, ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია ყოველ მომდევნო წელს.

2020-2022 წლებში, შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია, ხოლო 2023-2024 წლებში ინდექსი მხოლოდ მცირედით აღემატება დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაქსიმალურ ზღვარს. აღნიშნული მიუთითებს, რომ ბაზრის ექსპორტის დონე არ არის კონცენტრირებული კომპანიების მცირე რაოდენობის დონეზე, რაც დადებით ფაქტორს წარმოადგენს ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების კუთხით;

ბაზრის ექსპორტის დონეზე მოქმედი კომპანიების რაოდენობა მზარდია. 2024 წლის მდგომარეობით ექსპორტს 51 კომპანია ახორციელებდა. პრაქტიკულად, ყოველწლიურად, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი ყველაზე მსხვილი ეკონომიკური აგენტი, ასევე, ცვალებადია ბაზარზე მოქმედი 5 ყველაზე მსხვილი ეკონომიკურის აგენტის შემადგენლობაც, 2020 -2024 წლის პერიოდში 5 მსხვილი კომპანიის წილი 54%-63%-ის არეალში იყო წარმოდგენილი;

ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის დადასტურებისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით;

მოცვის ექსპორტი, ძირითადად, რუსეთის ფედერაციაში ხორციელდება 2024 წელს აღნიშნული ქვეყნის წილი 86%-ის ფარგლებშია, თუმცა, ბოლო წლებში ამ მიმართულებით შესამჩნევია დადებითი ტენდენცია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების თვალსაზრისით - მზარდია ევროპაში ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა.

GCCA-ის შეფასების საფუძველზე, მოცვის შესაბამისი ბაზრის ექსპორტის დონეზე არ გამოიკვეთა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის რისკები. შესაბამისად, არ არსებობს განგრძობითი დაკვირვების წარმოების მიზნით მონიტორინგის გაგრძელების საფუძველი. კერძოდ, ბაზრის კონცენტრაციის ინდექსისა და მისი ცვლილების, მსხვილი კომპანიების წილობრივი გადანაწილებისა და ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, მონიტორინგის პროცესში გამოკვლეული სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, სააგენტო 2020-2024 წლებში (ოქტომბრის ჩათვლით), შესაბამის ბაზარზე კონკურენტულ გარემოს დადებითად აფასებს.

2024 წელს, GCCA-ის მიერ დასრულდა 2 - თხილის და მოცვის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე დაკვირვების ქვეშ რჩება 3 - საცალო ვაჭრობისა და დისტრიბუციის (FMCG), საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრის მონიტორინგი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს