ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო - ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყებამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს

ოზურგეთის საკრებულოში ხმაური იყო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა უმრავლესობის წევრებს სხდომის დაწყებამდე ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. მათ ადგილზე თბილისში აქციებზე დაშავებული ადამიანების ფოტოები მიიტანეს. ოპოზიციის პერფორმანსს „ქართული ოცნების“ დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა, რის გამოც ისინი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

„იმის პარალელურად, როცა ათობით ადამიანი დაასახიჩრეს, სიკვდილამდე მიიყვანეს, ქუჩებში მოუწყვეს რეპრესიები, ამის ფონზე დღეს ოზურგეთის საკრებულო და ავთანდილ თალაკვაძე აქ, საბჭოურ დარბაზში შეიკრიბნენ და საკუთარ თავს ხელფასებს უზრდიან. 6-7-8 ათასი ლარი უნდა ჰქონდეთ მათ ხელფასი, რომ ხმა არ ამოიღონ და გაუმაგრონ ზურგი ამ ძალადობრივ რეჟიმს“, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თათია ნიკოლაშვილმა.

მოგვიანებით ოპოზიციონერი დეპუტატები სხდომაზე ფოტოებით შევიდნენ, რის გამოც დაპირისპირება უმრავლესობის წევრებთან სხდომის დარბაზში გაგრძელდა. ადგილზე პოლიცია გამოძახება გახდა საჭირო. სამართალდამცავებმა ოპოზიციონერი დეპუტატები დარბაზიდან გაიყვანეს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ