გია ვოლსკი - რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს გადაცდომებზე რეაგირება, მაგრამ ეს მეათასედიც არ არის იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება - კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ, როცა სააკაშვილის დროს ადამიანებს ხოცავდნენ ქუჩაში

რასაკვირველია, სახელმწიფომ უნდა მოახდინოს გადაცდომებზე რეაგირება, მაგრამ ეს მეათასედიც არ არის იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება - კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ იმაზე, რომ სააკაშვილის დროს ადამიანებს გამიზნულად ხოცავდნენ ქუჩაში, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ Human Rights Watch-ის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, გადაცდომები ნამდვილად მოხდა, მაგრამ სცენარი დაიგეგმა ზუსტად ამისათვის, რომ მომხდარიყო გადაცდომები.

როგორც ვოლსკი ამბობს, აღნიშნული ანგარიში არ არის ობიექტური და დაბალანსებული.

„ერთი, რომ გადაცდომები ნამდვილად მოხდა, ამას ყველა ვაღიარებთ, მაგრამ მეორე, რომ სცენარი დაიგეგმა ზუსტად ამისათვის, რომ მომხდარიყო გადაცდომები, რომელიც არ უკვირს არც ერთ განვითარებულ დემოკრატიას. როდესაც პოლიციელს უშვერი სიტყვებით აგინებ, ოჯახის წევრებს, ბავშვებს, მშობლებს საერთოდ, გაქვს გადაწყვეტილი და ახორციელებენ შეტევას, პიროტექნიკას დამიზნებით ესვრი, რასაკვირველია, იქნება ძალის გადამეტებაც და ეს ყველა სცენარის ავტორებმა კარგად იციან. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს ისე, რომ არ დაზიანდეს ქვეყნის ინტერესები, შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინოს გადაცდომებზე, მაგრამ ეს გადაცდომები არის არაფერი, მეათასედიც არ არის, მემილიონედი იმისა, რასაც ჰქვია ნამდვილი წამება. როდესაც კონკრეტულ ორგანიზაციებს ხმა არ ამოუღიათ იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი აქციის დროს, რომელიც სააკაშვილის დროს ტარდებოდა, სისასტიკის მწვერვალი იყო ნაჩვენები, როდესაც ადამიანებს გამიზნულად ხოცავდნენ ქუჩაში. როდესაც ეს ორმაგი სტანდარტი შენ თვალწინ ამ მოხსენებაში გადაიშლება, რასაკვირველია, აქ უნდა დაასკვნა, რომ არის უსამართლობა და კონკრეტული პოლიტიკური მიზნისკენ ორიენტირებული ასეთი სახის მოხსენებები. მით უმეტეს, საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილს თურმე, მოვლა-პატრონობა აკლია და მისი მდგომარეობა წამებასთან არის დაახლოებული. ყველამ ხომ იცის, რომ ეს ასე არ არის," - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის,Human Rights Watch-ის ანგარიშში აღნიშნულია, რომ პოლიციამ და უსაფრთხოების სხვა ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით, უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ.

„პოლიცია ასევე აწამებდა მათ და სხვა არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებში“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ესაუბრნენ ათობით ადამიანს, რომლებმაც პოლიციის ძალადობა განიცადეს. მათ განაცხადეს, რომ მიიღეს თავის ტრავმა: ტვინის შერყევა და მრავლობითი მოტეხილობა ცხვირის, სახის ძვლების, ნეკნებისა და კიდურების არეში, ნაკაწრები და სისხლჩაქცევები მთელ სხეულზე.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ ასობით დემონსტრანტს ბრალი წაუყენა პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის და გაასამართლა ისინი ფორმალურ სასამართლო პროცესებზე, თუმცა ვერ გადადგა ქმედითი ნაბიჯები არასათანადო მოპყრობის სერიოზული ბრალდებების მოსაგვარებლად.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა