ეროვნულმა ბანკმა ნოემბერში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 124,5 მილიონი დოლარით შეავსო

სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების შევსებას აგრძელებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნოემბერში სებ-მა Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული ინტერვენციების შედეგად სავალუტო რეზერვები 124.5 მილიონი დოლარით შეავსო და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ნოემბრის მდგომარეობით 4.1 მლრდ. დოლარს შეადგენს.

„საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. შესაბამისად, სებ-ყოველთვის კონცენტრირებულია რეზერვების შევსებაზე, რასაც ადასტურებს ბანკის გაცხადებული პოლიტიკა მოცემულ მომენტში, როდესაც ბაზარი ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი ქვეყნის საერთაშორისო რეზერვებს ზრდის.

ამასთან, 2024 წლის 11 თვეში სებ-ის მიერ განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

იანვარი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $8.1 მილიონი

თებერვალი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა შესყიდვა $77.5 მილიონი

მარტი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $127.9 მილიონი

აპრილი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $73.1 მილიონი

მაისი - გაყიდვა $108.7 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $9.1 მილიონი

ივნისი - გაყიდვა $60 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $42 მილიონი

ივლისი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $1.9 მილიონი

სექტემბერი - Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $106.5

ოქტომბერი - გაყიდვა $213.4 მილიონი სავალუტო აუქციონით და Bmatch-ით წმინდა გაყიდვა $377.7

ნოემბერი - Bmatch-ით წმინდა შესყიდვა $124.5

საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 25 იანვარს გამოაქვეყნებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა