„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის განცხადებით, პოპულაციების მართვის ცენტრი იანვრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას

„ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით, პოპულაციების მართვის ცენტრი იანვრის დასაწყისიდან დაიწყებს ფუნქციონირებას.

მისივე თქმით, წლის განმავლობაში ცენტრში შესაძლებელი იქნება 6 000-ზე მეტი ცხოველის მიღება.

„პოპულაციების მართვის ცენტრი უახლოეს დღეებში ფუნქციონირებას დაიწყებს. მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტი ცხოველი იქნას გადაყვანილი თავშესაფარში - სტერილიზაცია-კასტრაციის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მიზნით. ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს წლებში ქუჩაში მიუსაფარი ცხოველი აღარ გვყავდეს. სწორედ, ამას ემსახურება ის, რომ გავხსენით ახალი სივრცე, ცხოველთა თავშესაფარში. ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს უკვე ჩვენ გავზრდით ფაქტობრივად, 60-70%-ით ცხოველების გადაყვანას ქუჩიდან. რაც საერთო ჯამში მოგვცემს იმ სურათს, რომ ჩვენ უახლოესი წლების პერიოდში მიუსაფარი ცხოველების რაოდენობა გვენება ქუჩაში შემცირებული და ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებული იქნება.

წლის განმავლობაში ცენტრში შესაძლებელი იქნება 6 000-ზე მეტი ცხოველი შევიდეს. ამ ცხოველს შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდეს და დაბრუნდნენ დედაქალაქში, ურბანულ გარემოში ისეთი ცხოველი, რომელიც უკვე საფრთხეს არ წარმოადგენს, არც ადამიანებისთვის და არ სხვა ცხოველებისთვის”, - განაცხადა გიორგი კობიაშვილი.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა