7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა

7 ნოემბრის საქმეზე ბრალდებულების, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ დაუსწრებლად შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ მიიღო.

სახელმწიფო ბრალმდებლების განმარტებით, საქმეზე ახალი გარემოებები გამოკვეთილი არ არის, რაც აღკვეთის შეცვლის საფუძველი იქნებოდა, ამასთან, ყველა საფრთხე, რაც არსებობდა, კვლავ არსებობს, შესაბამისად, პატიმრობა ძალაში უნდა დარჩენილიყო.

დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, გუშინ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დაუტოვა.

ადვოკატის თქმით, ეს გადაწყვეტილება პოლიტიკური დევნითაა განპირობებული, შესაბამისად, დაცვის მხარე აზრს ვერ ხედავს, რომ აღნიშნულ საკითხზე სამართლებრივი პოლემიკა აწარმოონ.

ადვოკატები მიიჩნევენ, რომ ყველა პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკური მოტივაციითაა დაწყებული.

მოსამართლეთა კოლეგიის თავმჯდომარის, ნინო ელიეშვილის განმარტებით, საქმის მასალებით ისინი ორი პირის - ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის - ძებნილი პირის საქმეს განიხილავენ, მათზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, ასევე მათი მხრიდან აღუსრულებელი განაჩენებია, შესაბამისად, სასამართლო სამართლებრივი ჩარჩოებიდან გამომდინარე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უცვლელი რჩება.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის