დავით მათიკაშვილი - სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს - მისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა ვიმედოვნებთ, მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს, უფრო მასხრად არ აიგდებს თავს

ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს - მისგან ნამდვილად არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა მაინც ვიმედოვნებთ, რომ ასეთ მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს არ ჩაიდენს და კიდევ უფრო მასხრად არ აიგდებს თავის თავს , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, დავითა მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან მე-11 მოწვევის პარლამენტის დათხოვნაზე დასმულ კითხვას უპასუხა.

მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალური ოპოზიციის წევრებს შორის უნისონი არ არის და რადიკალურ ოპოზიციაშიც არიან ადამიანები, რომლებიც საღად კითხულობენ კონსტიტუციას.

"კონსულტაციები არაფრისთვის, კონსულტაციები უშედეგობისთვის - ასე შემიძლია დავახასიათო საუბრები, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით მოდის აბსოლუტურად არაკომპეტენტური ადამიანების მხრიდან. ნებისმიერი ქმედება, რომელიც შეიძლება სალომე ზურაბიშვილმა განახორციელოს იმ ჩარჩოებს მიღმა, რაც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, რა თქმა უნდა, ცდება კონსტიტუციის და კანონის ფარგლებს. ბოდიშს მოვიხდი, მაგრამ სისულელის კეთებაში ბადალი არ ჰყავს მას. ნამდვილად არ იქნება გასაკვირი, რომ ამ სისულელის შემდეგი პროცესი და ნაბიჯი კიდევ უფრო მეტად გასაკვირი იყოს საზოგადოებისთვის. ნამდვილად, სალომე ზურაბიშვილისგან არაფერი გაგვიკვირდება, თუმცა მის გარდა არიან ადამიანები, რომლებიც კითხულობენ კონსტიტუციას, მათ შორის, რადიკალურ ოპოზიციაშიც. ზურაბიშვილს და რადიკალური ოპოზიციის წევრებს შორის, რამდენადაც ჩვენ ვიცით, არ არის უნისონი ამ კუთხით. ეს ასევე, იმაზე მეტყველებს, რომ რადიკალურ ოპოზიციაშიც რაღაცა კონსტიტუციის და კონსტიტუციონალიზაციის აღქმის საკითხი ბოლომდე არ არის დაკარგული. იქ არიან ადამიანები, რომლებიც საღად კითხულობენ კონსტიტუციას. ნუ, ესეც ასეთ რომ არ იყოს, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში, რადიკალიზმი, რა გზასაც ზურაბიშვილი ადგას, აბსოლუტურად მწვანეს უნთებს ყველგან სისულელის კეთებაში, თუმცა ჩვენ მაინც ვიმედოვნებთ, რომ ასე მძიმე კონსტიტუციურ სისულელეს, სამართლებრივ ნონსენსს ის არ ჩაიდენს და კიდევ უფრო მასხრად არ აიგდებს თავის თავს“ , - განაცხადა მათიკაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის