ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა

ქართველი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე გარდაიცვალა. მედიკოსი 72 წლის ასაკში ამერიკაში გარდაიცვალა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და სამძიმარს გამოთქვამს, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

„ჩემი ახლო მეგობრის, ნიკა ყიფშიძის გული გაჩერდა ამერიკაში.გამოჩენილი ქართველი ექიმების შთამომავალი, თვითონ მედიცინის დიდი ინოვატორი, უზარმაზარი რეპუტაციით სარგებლობდა ამერიკაში და ზოგადად საერთაშორისო მასშტაბით.

ჩემი თხოვნით მან პირველად შექმნა საქართველოში საერთაშორისო სტანდარტის "ემერჯენსი" 2005 წელს. ეს იყო ადამიანი, რომლის მთავარი მოწოდება იყო სხვა ადამიანების დახმარება.

მანამ, სანამ უშვებდნენ, ეტლით მოდიოდა ჩემთან ყოველდღე, რუსთავის ციხეში. შემდეგ გორის ჰოსპიტალში, ღრმად ავადმყოფს "კოლეგები" 3-4 საათი აცდევინებდნენ ხოლმე ყინვაში და თოვლში გარეთ და მაინც ბოლომდე უხმოდ იტანდა ამ დამცირებას, ოღონდ რამდენიმე წუთით მაინც ვენახე მისი პაციენტი. ძალიან კეთილშობილი ადამიანი დააკლდა ჩვენს პლანეტას“ , - წერს სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე