თინა ბოკუჩავა - პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა შედეგს მივაღწიოთ, არის ერთიანობის ჩვენება - იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი და პარტიები შეძლებენ, გაამართლონ მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა

პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა შედეგს მივაღწიოთ, არის სწორედ ერთიანობის ჩვენება, ერთიანი ფორმატის არსებობა. იმედი მაქვს, რომ შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტი, ისევე როგორც პარტიები, გაამართლონ მთავარი საზოგადოებრივი დაკვეთა , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პრეზიდენტისა და ოპოზიციის შეხვედრის დაწყებისას მედიასთან განაცხადა.

თინა ბოკუჩავას თქმით, ოპოზიციური ერთიანობა უნდა შედგეს „პრეზიდენტის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ“.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც საზოგადოების მხრიდან დაკვეთაა, არის ოპოზიციური ერთიანობა და ერთიანობა პრეზიდენტის ინსტიტუტის ქოლგის ქვეშ, ვინაიდან, ეს არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი, რომელიც დარჩა საქართველოში ივანიშვილის არალეგიტიმური, რუსული რეჟიმის პირობებში.

კონსტიტუციის ჩარჩოში დასაბრუნებლად და პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანი პოზიციით საზოგადოების მთავარი დაკვეთის კონვერტირება პოლიტიკურ შედეგში. ესაა უპირველეს ყოვლისა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩანიშვნა, რომელსაც ჩაატარებს არა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და მისი დანაყოფები სუს-ის, ცესკოს თუ ნებისმიერი სხვა უწყების სახით, რომელიც კონტროლდება, არამედ დამოუკიდებელი საარჩევნო ადმინისტრაციის და ინსტიტუტების პირობებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე