ლაშა ბაქრაძე - „ქართული ოცნების“ მთავარი იდეა იყო, რომ 20 იანვრამდე რამენაირად „მიეტანათ სული“, ეს იდეაც იშლება - ტრამპი არავითარ შემთხვევაში არ იქნება ბანდიტური დაჯგუფების ხელშემწყობი

„ქართული ოცნების“ მთავარი იდეა იყო, რომ 20 იანვრამდე უნდა მივიტანოთ რამენაირად სული, ნელ-ნელა ეს იდეაც იშლება, - ამის შესახებ კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლაშა ბაქრაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა.

ლაშა ბაქარაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ კიდევ უფრო მეტი პესიმიზმი გაჩნდება.

„ბანდის, „ქართული ოცნების“ მთავარი იდეა იყო, 20 იანვრამდე უნდა მივიტანოთ რამენაირად სული, ნელ-ნელა ეს იდეაც იშლება. ტრამპზე თუ რამე შეიძლება ითქვას არის ის, რომ ძალიან რთულია დავიანგარიშოთ რას გააკეთებს ტრამპი, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ არავითარ შემთხვევაში არ იქნება ამ ბანდიტური დაჯგუფების ხელშემწყობი. კიდევ უფრო მეტი პესიმიზმი გაჩნდება „ქართულ ოცნებაში“.

ამ ხელისუფლებას საზოგადოებაში ფაქტობრივად საყრდენი აღარ აქვს. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ხმას არ იღებს, კონფორმისტები არიან, მაგრამ სინამდვილეში, ღრმა სიმპათიას გრძნობდეს ვინმე ხელისუფლებისადმი, ძნელად წარმომიდგენია და არც შევხვედრილვარ, გარდა მოძალადე ტიპებისა, რომელთაც ფულს აძლევენ და ადამიანებს სცემენ. მათ არ აქვთ საზოგადოებაში საყრდენი და რამდენი ხანი აპირებენ, ასე გაძლონ? ერთ მხარეს დგას დაბოღმილი მასა, რომელსაც სძულს ყველაფერი დედამიწაზე და მეორე მხარეს დგანან თავისუფალი ადამიანები - მხიარულები, ჯანმრთელები, გონიერი ადამიანები“, - განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის