საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის მე-14 სხდომაზე, კონფერენციის თავმჯდომარედ მეორე ვადით ერთხმად აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციას, რომელშიც საქართველოში აკრედიტებული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებია გაერთიანებული, თავმჯდომარეობის კანდიდატი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ წარუდგინა.

რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს მეორე ვადით თავმჯდომარედ არჩევა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. თავის მხრივ, დავით გურგენიძემ კოლეგებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მათ სამოქმედო გეგმა გააცნო.

„საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის (European University Association, EUA) სრული წევრი და საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლია. კონფერენცია წარმოადგენს პლატფორმას, სადაც განიხილება უმაღლესი სკოლის წინაშე არსებული ბევრი საჭირბოროტო საკითხი, იქნება ეს უნივერსიტეტების დაფინანსება, რეფორმების მხარდაჭერა თუ სხვა. უნივერსიტეტების გაერთიანება იძლევა შესაძლებლობას, ვიმსჯელოთ პრობლემებზე, ჩამოვაყალიბოთ საერთო აზრი და დავაყენოთ ეს საკითხები საქართველოს მთავრობისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წინაშე, რომელიც, თავის მხრივ, ქართულ უმაღლეს სკოლებში მოღვაწე პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, მკვლევრებსა და სტუდენტებს განვითარებისა და წინსვლის საშუალებას აძლევს. მადლობას მოვახსენებ კონფერენციის მონაწილეებს თავმჯდომარის პოსტზე ჩემი მეორე ვადით არჩევისთვის. ვიმედოვნებ, ერთად შევძლებთ წინსვლას და განვითარებას”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წელს დაფუძნდა. კავშირის ფარგლებში დაარსდა ხარისხის უზრუნველყოფის თემატური ჯგუფი, რომელიც ხელს უწყობს უნივერსიტეტებში ხარისხის კულტურის განვითარებას - დაგროვილი გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების, გამოწვევების განხილვისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის გზით.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ