“აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩოში სამძიმრის წიგნი გაიხსნება

“აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საელჩო სამძიმრის წიგნს გახსნის. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ავრცელებს.

“ავიაკატასტროფის ფონზე, რომელიც 25 დეკემბერს “აზერბაიჯანის ავიახაზების” თვითმფრინავმა განიცადა, რომელსაც ბაქო-გროზნოს რეისზე 67 მგზავრი გადაჰყავდა, [აზერბაიჯანის საელჩო] შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს.

სამძიმრის წიგნი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იქნება გახსნილი მისამართზე: ვახტანგ გორგასლის ქ. 4, თბილისი, საქართველო.

შემდგომ დღეებში ქვემოთ მითითებული განრიგით: ხუთშაბათი, 26 დეკემბერი, 13:00-18:00; პარასკევი, 27 დეკემბერი, 10:00-13:00 და 15:00-18:00;

ვისაც სამძიმრის ონლაინ ფორმატში გამოხატვა სურს, გთხოვთ გამოიყენოთ მისამართი: tbilisi@mission.mfa.gov.az”, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს