ირაკლი კობახიძე - ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს - გილოცავთ ხანუქას დღესასწაულს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან, თბილისის მერ კახა კალაძესა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის მეთაურმა თბილისის სინაგოგაში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ხანუქა სიბნელეზე სინათლისა და ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღესასწაულია.

პრემიერმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს ისრაელის წინაშე დგას და მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელის სახელმწიფოს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ჩვენ ყველას გვჭირდება მეტი სინათლე, მეტი სიკეთე და ყველას ეს მინდა გისურვოთ ამ ბედნიერ დღეს. ებრაელი ხალხი დღეს საკმაოდ რთულ დროს გადის. ეს ქმნის ემოციურ ფონს, თუმცა ებრაელ ხალხს ყოველთვის გამოარჩევდა განსაკუთრებული სულიერი სიმტკიცე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერიც დროებითია და ყველა გამოწვევას ებრაელი ხალხი და ისრაელის სახელმწიფო აუცილებლად დაძლევს. ჩვენ ვართ სოლიდარული ისრაელის სახელმწიფოს, ებრაელი ხალხის მიმართ და ვართ სუბიექტური. როდესაც საქმე ეხება ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელ ხალხს, ქართველი ხალხის, ჩვენი სახელმწიფოს მხარდაჭერა იქნება ყოველთვის ისრაელისკენ და ჩვენი მეგობარი ებრაელი ხალხისკენ. ამას განაპირობებს პირველ რიგში მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, რომელიც აკავშირებს ჩვენს ხალხებს და რომელიც 26 საუკუნეს ითვლის. ეს ისტორიული მეგობრობა გვაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რომ მომავალშიც მაქსიმალურად ვიზრუნოთ ამ მეგობრობის განმტკიცებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ხანუქას დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო 2025 წელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა თბილისის სინაგოგის მთავარ რაბინთან ერთად სიმბოლურად ხანუქას პირველი სანთელი აანთო.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო