თამარ ჩუგოშვილი - დასავლეთის მიერ გამოყენებული ყველა შემდეგი ზომა არის წინაზე უფრო მკაცრი, რამდენჯერაც „გაათამაშებენ კუნთებს“ იქნება შესაბამისი ზომა - საბოლოოდ, „ქართული ოცნება“ წამოვა არჩევნების საჭიროებაზე

ყველაფერი, რასაც ესენი [„ქართული ოცნება“] აკეთებენ, არის წიხლის კვრა დასავლეთისთვის, შესაბამისად, ყოველი შემდეგი ზომა, რასაც იყენებს დასავლეთი, არის წინაზე უფრო მკაცრი. ეს პროცესი არ გაჩერდება, რამდენსაც ესენი კუნთებს გაათამაშებენ, იქიდან შესაბამისი ზომა წამოვა , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩიგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, მიმდინარე საპროტესტო აქციებიდან გამომდინარე, პროცესები ცალსახად პარლამენტის ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მიდის, ამავდროულად, არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.

„ჩვენ, ამ პროცესში, რეალურად ძალიან დიდი მოკავშირე გვყავს - ცივილიზებული სამყარო. „ქართული ოცნება“ ახლა, არის ძალიან მარტო, იზოლირებული და ძალიან კარგად ხვდებიან, რომ ისინი არიან მიუღებელი, სრულიად დასავლეთისთვის კეთროვანი პოლიტიკური ძალაა. ისინი მიუღებელი არიან ყველასთვის, ვინც ცივილიზებულ სამყაროში განსაზღვრავს ტონს და ქმნის პოლიტიკას. ძალიან კარგად ხედავენ, რომ ამ პროტესტს აქვს სერიოზული მხარდაჭერა და ვფიქრობ, რომ ეს აუცილებლად მიგვიყვანს არჩევნებამდე. სინამდვილეში, ეს კრიზისი შექმნა ცუდად ჩატარებულმა არჩევნებმა და მისი მოგვარება შეუძლია მხოლოდ კარგად ჩატარებულ არჩევნებს, სხვანაირად კრიზისი ვერ განიმუხტება. „ქართული ოცნება“ განსაკუთრებით ახალი წლის პერიოდში დაელოდება, შეხედავს, გადაივლის, თუ არა, თავისით, გაიწოვება თუ არა საპროტესტო მუხტი, შესაბამისად, გარედანაც წნეხი და როდესაც აღმოაჩენს, რომ არ გაიწოვება თავისით და მათი მხრიდან სჭირდება ნაბიჯის გადადგმა კრიზის დასრულებას, მერე უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ისინიც წამოვლენ არჩევნების საჭიროებაზე“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ თავდაჯერებულია და იცის, რომ უმრავლესობა უჭერს მხარს, ამოუხსნელია, რატომ არ უნდა ჩაატაროს არჩევნები, მაგრამ სინამდვილეში არ არიან თავდაჯერებულები.

„სინამდვილეში არ არიან თავდაჯერებულები, სინამდვილეში ზუსტად იციან, რომ იგივეს ვერ გაიმეორებენ, რაც წინაზე ქნეს. ვერ გააყალბებენ იმ მასშტაბის გაყალბებით, რაც ოქტომბრის არჩევნებში მოხდა. რა თქმა უნდა, ეშინიათ მოსალოდნელი შედეგის, რადგან თუ არჩევნები ტარდება, ის ვერ იქნება ისეთი არჩევნები, რაც უკვე ჩატარდა, ეს უნდა იყოს სუფთა არჩევნები, რომელიც კითხვებს არ დატოვებს და რომელშიც ყველა დარწმუნებული იქნება, რომ ყველაფერი გამართულად და სწორად გაკეთდა. ასეთ არჩევნებს „ოცნება“ ვერ მოიგებს. სწორედ ამიტომ არ უნდა მას არჩევნების ჩანიშვნა“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა და აღნიშნა, რომ „ვიდრე, რეალურად ქართველ ხალხს არ გადავაწყვეტინებთ, რა უნდა და როგორი მართვის ფორმა უნდა, ვინ უნდა 4 წლის განმავლობაში ქვეყნის მმართველად, მანამდე ვითარება არ დამშვიდდება“.

რაც შეეხება იზოლაციას, თამარ ჩუგოშვილის თქმით, ეს არის იმაზე უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე ამას „ქართული ოცნება“ იმჩნევს.

მისივე მოსაზრებით, სრული იზოლაცია გამოიწვია „მაგნისტკის სიაში“ შეყვანილი პირის ვიცე-პრემიერად დანიშვნამ

. „ისინი ცდილობენ,რომ არ შეიმჩნიონ, მაგრამ მათ ძალიან კარგად იციან, ეს, რას ნიშნავს მათთვის“, - აღნიშნა ჩუგოშვილმა

„ყველაფერი, რასაც ესენი [„ქართული ოცნება“] აკეთებენ, არის წიხლის კვრა დასავლეთისთვის, შესაბამისად, ყოველ შემდეგ ზომას, რასაც იყენებს დასავლეთი, არის წინაზე უფრო მკაცრი. ეს პროცესი არ გაჩერდება, ესენი რამდენიც ამ კუნთებს გაათამაშებენ, იქიდან წამოვა შესაბამისი ზომა. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ აქ, უბრალოდ ფარდა არ დაეშვება და არ აღმოვჩნდებით რაღაც საშინელ სიტუაციაში, ან ვიდრე პოლიტიკური პროცესი არ შეიცვლება. თვითონ „ოცნებასაც“ შეეძლო ეს სიგიჟე დაესრულებინა, რა სიგიჟეშიც იყვნენ, ვთხოვდით, ვეუბნებოდით, რომ ეს მათთვის იქნებოდა, პირველ რიგში, პრობლემური, ვერაფერი შევაგნებინეთ და შესაბამისად, სხვა გამოსავალი არის მხოლოდ არჩევნები“ , - განაცხადა ჩუგოშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა