გია ჯაფარიძე - სანქციების ეშინიათ, კანკალებენ - ჩვენამდე ამბები მოდის, რომ „ქართული ოცნების“ მომხრეებში განგაშია

მე არ მჯერა, რომ სანქციების არ ეშინიათ, კანკალებენ ისე ეშინიათ , - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გია ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ სანქციებზე „ქართული ოცნების“ დამოკიდებულების შესახებ საუბრისას განაცხადა.

გია ჯაფარიძის თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ დასანქცირებული პირების ღირსების ორდენზე წარდგენა ჰგავს იმას, რომ 1945 წელს ჰიტლერი და გებელსი წარედგინათ რაიმე ეროვნულ ჯილდოზე.

„სანქციების როგორ არ ეშინიათ, კანკალებენ ისე ეშინიათ. ნახატებიდან დაწყებული, თუკი რამე ჰქონდა გარეთ და შეეძლო შემოეტანა, ყველაფრის შემოტანას ცდილობდა ივანიშვილი. როგორც ჩანს, სხვებიც. მე არ მჯერა, რომ სანქციების არ ეშინიათ. შეიძლება ბოლომდე არ სჯერათ სანქციების, შეიძლება ბოლომდე არ სჯერათ იმის, რომ დასავლეთი სანქციებზე წამსვლელია. შეცდომებს ისინიც უშვებენ. შეიძლება, ჰქონდათ გარკვეული ცრუ მოლოდინები, ამ მოლოდინების თვითონ დაიჯერეს. ფაქტი ერთია, საქართველოს ჰყავს სანქცირებული მთავრობა.

საქციელი, რომ ღირსების ორდენზე წარადგინო ადამიანები, რომელთაც რეალურად ბრალი ედებათ ისეთ დანაშაულებში, რომელიც ცდება ჩვენს ეროვნულ-სამართლებრივ ჩარჩოს. ეს არის დანაშაული, რომელსაც განსჯის ხოლმე საერთაშორისო სასამართლოები: ადამიანების, წამება, დამცირება და არაჰუმანური მოპყრობა - ამ დანაშაულებში მხილებული ადამიანები როგორც წესი, საერთაშორისო სასამართლოებში განსასჯელის სკამზე აღმოჩნდებიან ხოლმე. ცოტა სულელის ქმედება, რაც ახლა „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, რომ გომელაური და კიდევ სხვები, რომლებიც სანქცირებული არიან, ჯილდოზე წარადგინა. ეს დაახლოებით, რას ჰგავს იცით? - 1945 წლის აპრილში, ნაცისტურ გერმანიას ჰიტლერი, გებელსი და ვიღაცები რომ წარედგინა რაღაც ეროვნულ ჯილდოზე და პლუს კიდევ მუსოლინიც, დაახლოებით ასეთ რაღაცას ჰგავს, ავტორიტარული და ტოტალიტარული რეჟიმები თავიანთი დღეების დასასრულს, თავიანთ შემქმნელებს რაღაც ჯილდოზე წარადგენდნენ ხოლმე“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

გია ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ დასანქცირებული პირების ღირსების ორდენზე წარდგენით თავის მომხრეებს არწმუნებს, რომ „არაფერი საგანგაშო არ ხდება“.

„ამ გადაწყვეტილებებით „ქართული ოცნება“ თავის მომხრეებს ესაუბრება. ის არწმუნებს თავის დარჩენილ მომხრეებს, რომ არაფერი საგანგაშო არ ხდება. ამ დროს ვიცით, რომ მის მომხრეებში არის განგაში. ამბები, რომელიც „ქართლი ოცნების“ მომხრეებში ტრიალებს, მოდის ჩვენამდეც“, - განაცხადა გია ჯაფარიძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე