მამუკა მდინარაძე - ვართ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის სტრატეგიული,  გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა - სახვეწარი არავისთან არაფერი გვჭირს

ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობა და მნიშვნელობა ყველას უნდა გვქონდეს გააზრებული. პოლიტიკოსები, რომლებიც თავისი სამშობლოს შესახებ იღებენ გადაწყვეტილებებს, პირველ რიგში, მათ გააზრებული უნდა ჰქონდეთ სად ვცხოვრობთ , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველო სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანაა და როცა ამას გავიაზრებთ, მერე მივხვდებით, რომ „ სახვეწარი არავისთან არაფერი გვჭირს”.

მისივე თქმით, როდესაც გეოპოლიტიკაზე ვსაუბრობთ, საქართველომ უნდა იცოდეს თავისი პოლიტიკური ფასი.

„საქართველოსთვის გეოგრაფია არ არის შემაფერხებელი, პირიქით, ერთი მხრივ ის ევროპის ნაწილია. მეორე მხრივ, ჩვენ ჩვენს მეგობარ, მეზობელ პარტნიორ ქვეყნებს, კარგად ვიცნობთ მათ დანიშნულებასაც და ფუნქციასაც კარგად ვიცნობთ. მაგალითად, აზერბაიჯანი და სომხეთი - ძალიან მნიშვნელოვანი მდებარეობაა მათი, მათ შორის, გეოპოლიტიკური. ჩვენ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მდებარეობა გვაქვს და ნუ წარმოვიდგენთ ისე, რომ ჩვენ ვიღაც ძალიან გვჭირდება და ეს ვიღაცა რაც არ უნდა პატივსაცემი ორგანიზაცია, პირთა ჯგუფი თუ სახელმწიფო და გაერთიანება იყოს, ჩვენც უნდა ვიცოდეთ და გადაწყვეტილებებიც როგორ მივიღოთ გაგვიადვილდება, რომ ვართ ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის, სტრატეგიული გეოპოლიტიკური მნიშვნელობის ქვეყანა. როგორც კი ამას ჩვენ გავიაზრებთ და გავათვიცნობიერებთ, მერე მივხვდებით, რომ ჩვენ სახვეწარი არავისთან არაფერი გვჭირს. უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი მნიშვნელობა არის დიდი, არა მხოლოდ იმით, რაზეც მაგალითად, შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე, ბევრი ჩვენგანი ძალიან ბევრჯერ ვსაუბრობთ, რომ ჩვენი იდენტობა, ჩვენი კულტურა, ეროვნული ბევრი თვისება, რაზეც ასე ვიბრძვით და რაც სამწუხაროდ საბრძოლველი გახდა, ეს საჭიროებაც აქვს დღეს ევროპას და ევროპელებს. არ შეიძლება, რომ იდენტობის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საჭიროებაზე არ ვილაპარაკოთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ თუკი გეოპოლიტიკაზე ვლაპარაკობთ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი პოლიტიკური ფასი“ , - განაცხადა მამუკა მდინარაძემ „იმედთან“.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია