გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ალი ქაან ორბაის შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თურქეთის ელჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანია. ჩვენთვის საინტერესოა თურქეთის გამოცდილების გაზიარება. ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები ეფექტიანი თანამშრომლობის საფუძველია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრმა ყურადღება ქვეყნისთვის ბაზრების დივერსიფიცირების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„როგორც თურქეთის ელჩმა განაცხადა, ქვეყნებს ისტორიული მეგობრობა და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებს, რაც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეთევზეობის, მესაქონლეობის, ირიგაციის, სატყეო სექტორისა და ნარჩენების მართვის, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს. ყურადღება გამახვილდა თურქეთში ქართული წარმოების სხვადასხვა პროდუქტის ექსპორტის ზრდის, ასევე, თურქეთის ჰორეკა სექტორთან ღვინის ქართველი მწარმოებლების თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობის საკითხებზე.

შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა