დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი - ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის, ლელა სტურუას ინფორმაციით, ბოლო კვლევა აჩვენებს, რომ ელექტრონულ სიგარეტებს ამჟამად მოსწავლეთა 11.3%, თამბაქოს კი - 11.6% მოიხმარს.

უფრო კონკრეტულად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად ჩატარებული კვლევის GYTS (თამბაქოს გლობალური კვლევა ახალგაზრდებში) თანახმად, სიგარეტს ამჟამად ეწევა მოსწავლეთა 5.2%, უკვამლო/არა-მოსაწევ თამბაქოს კი ამჟამად მოიხმარს მოსწავლეთა 4.2%.

როგორც ლელა სტურუამ NCDC-ს მიერ განხორციელებული კვლევის შედეგებზე საუბრისას "ინტერპრესნიუსთან" განმარტა, სტატისტიკის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ელექტრონული სიგარეტის შემდეგ ჩვეულებრივ თამბაქოს მოიხმარენ.

„2024 წლის კვლევის თანახმად, 16 წლის ასაკის ბავშვები ყველაზე მეტად მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი მოდის ტრადიციული თამბაქო და გასახურებელი თამბაქო. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო 1 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად უფრო მოიხმარენ ელექტრონულ სიგარეტს, შემდეგ კი ჩვეულებრივ თამბაქოს“,- აღნიშნა ლელა სტურუამ.

"ინტერპრესნიუსისთვის" მოწოდებული ამავე კვლევის თანახმად, მოსწავლეთა 35.7% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება სახლში, მოსწავლეთა 36.6% თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფება დახურულ საზოგადოებრივ შენობებში.

რაც შეეხება წვდომასა და ხელმისაწვდომობას, კვლევაში აღნიშნულია, რომ მოსწავლეთა 54.0%-მა, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს, სიგარეტი შეიძინეს მაღაზიაში, სუპერმარკეტში, ქუჩის მოვაჭრესთან ან ჯიხურში.

მოსწავლეთა შორის, რომლებიც ამჟამად ეწევიან სიგარეტს და ცდილობდნენ სიგარეტის შეძენას, 67.9%-მა, მიუხედავად ასაკისა, შეძლო შეძენა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო