ფიქრია ჩიხრაძე - „ქართულ ოცნებას“ სურდა გაეგრძელებინათ ფულის კეთება, „გრიალი“, ქვეყნის კურსი შეეცვალა, მაგრამ სხვა აბრა დაეკიდებინა და ამით ფონს გასულიყო - ეს ვეღარ ხერხდება და ვხედავთ ნერვულ გამოვლინებებს

ყველა მითი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, დაიმსხვრა - სურდათ, ქვეყნის კურსი შეეცვალათ, მაგრამ სხვა აბრა დაეკიდებინათ და ამით ფონს გასულიყვნენ, მაგრამ როდესაც ეს ვეღარ ხერხდება და მათ პერსონალურ პრობლემებამდე დავიდა, ვხედავთ ნერვულ გამოვლინებებს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

გარდა ამისა, ჩიხრაძის თქმით, როდესაც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების ნაწილი სანქციების გადაწყვეტილებებს იღებს, ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირის მასშტაბით საეჭვო პერსონა ხდები.

„ყველა მითი, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში შექმნეს, მაგალითად - „ღირსებით ევროპისკენ“ და ა.შ. დაიშალა, შემდეგ თქვეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია როდესაც აქტიურ ფაზაში შევა, მაშინ გვექნება გასაქანი - ეს მითიც დაემსხვრათ მათ. ასევე, არის სანქციები - მათ კი რაღაც მექანიზმი მოიფიქრეს ორბანის მეშვეობით, რომ ერთიანი სანქციების სისტემა არ ამუშავებულიყო, მაგრამ არსებობს პარალელური სისტემა, როდესაც სახელმწიფოები თვითონ იღებენ გადაწყვეტილებას. როდესაც ევროკავშირში შემავალი სახელმწიფოების ნაწილი იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს, ნიშნავს იმას, რომ საეჭვო პერსონა ხდები მთელი ევროკავშირის ქვეყნების მასშტაბით. მათ სურდათ ქვეყნის კურსი შეეცვალათ, მაგრამ სხვა აბრა დაეკიდებინათ და ამით ფონს გასულიყვნენ, გაეგრძელებინათ ფულის კეთება, „გრიალი“ - ევროპაში მოუნდებოდათ თუ აშშ-ში. ცოლებს აშშ-ში ემშობიარათ, შვილებს ევროპის თუ ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში ესწავლათ და ქვეყანა რუსულ წიაღში ჩარჩენილიყო, როდესაც ეს ვეღარ ხერხდება, როდესაც მათ პერსონალურ პრობლემებამდე დავიდა, ვხედავთ ნერვულ გამოვლინებებს“,- განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო