შალვა პაპუაშვილი - დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა - ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ „ბანანის რესპუბლიკად“ წარმოგვადგინოს

დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ბევრს უნდა ქვეყნის შიგნით, თუ გარეთ წარმოგვადგინოს „ბანანის რესპუბლიკად“.

„საბჭოთა კავშირში რომ ვიყავით, არც მაშინ ვიყავით. მოწინავე ქვეყანა ვიყავით ბევრი მიზეზის გამო, პოლიტიკურადაც ჩვენი სათქმელი გვქონდა. დღეს რომ ზოგი გვიბედავს ბრიუსელიდან, ასეთ რაღაცას მოსკოვიდან ყველა ვერ გვიბედავდა. ერთმა რუსმა მწერალმა გადაბრუნებული სიტყვა თქვა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში და ბოდიშები ახდევინა. დღეს ყოველ მეორე დღეს ბრიუსელიდან უარესები გვესმის. ხმის გამცემი არ ჰყავთ იმ ენჯეოებში. „როგორ შეიძლება რაიმე ცუდი თქვა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე“...როგორ არ შეიძლება, როდესაც ადამიანი სუვერენიტეტს აუქმებს. როდესაც ჩამოდის უცხო ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციის მიტინგზე დადგომას კადრულობს, ამას რომ გაგიბედავს უცხო ქვეყანა, ქმედებებიც არს განსახორციელებელი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს რას შეეხება, ნამდვილად იქნება შემოდგომით. საინტერესოა, გასცენ ამ კითხვას პასუხი, აპირებენ თუ არა მონაწილეობა მიიღონ“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამასთან, აღნიშნა, რომ ქართველი საზოგადოება აკვირდება ვინ არის ნამდვილი ევროპელი, ვინ სცემს პატივს ევროპულ ღირებულებებს და ვინ არის ფარისეველი.

„ისინი იმეორებენ იმ გზას, რომელიც რუსეთის იმპერიამ გაიარა საქართველოსთან დაკავშირებით, შემდეგ კი საბჭოთა კავშირმა. რას ვერჩოდით ან ერთს, ან მეორეს? ჩვენ ვერჩოდით მთავარს, პატივს არ სცემდნენ ქართველი ხალხის არჩევანს, სუვერენიტეტს. ახლაც ვხედავთ ამ მეთოდით მოქმედ ზოგ უცხოელ პოლიტიკოსს. კარლ ბილდტზე არ დავწვრილმანდები. ის არის ლობისტი, რომელიც ფულით მოქმედებს. ჩათვალეთ მისი განცხადების უკან დგას ინვოისი და კონკრეტული თანხა. ეს აჩვენებს, რომ ვიღაცამ ამისთვის დაიქირავა, ასეთი იდეები გააჟღეროს.

ეს არჩევნები ევროკავშირისთვის, ევროპული ქვეყნებისთვის, მათ შორის ბრიუსელისთვის არის გამოცდა, ტესტი, თუ რამდენად ჩააბარებენ ამას ევროპული ლიდერები, თუ პოლიტიკოსები. ვაკვირდებით საზოგადოება, ეს არის ტესტი, არიან თუ არა საერთო ევროპული ღირებულებების ერთგული, დემოკრატიისა და სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისა, თუ ისინი ნელ-ნელა ემსგავსებიან მას, ვისაც სიტყვით ებრძვიან ასე აშკარად. ვაკვირდებით ქართველი ხალხი და ქართველი საზოგადოება ვინ არის ნამდვილი ევროპელი, ვინ სცემს პატივს ევროპულ ღირებულებებს, ხალხთა სუვერენიტეტს და ვინ არის ფარისეველი, ევროპულ ნიღაბს ამოფარებული პოსტსაბჭოთა ლიდერი თუ სხვა“,-აღნიშნა პაპუაშვილმა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს