შალვა პაპუაშვილი - 20-25 წლის წინ, გალექსილი ხუმრობა იყო ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელზე  - „მისი ფიქრები არის ვიქნები და ვიქნებიო“ და სალომე ზურაბიშვილის ფიქრებიც არის „ვიქნები და ვიქნებიო“

შეიძლება ზოგიერთს ახსოვს 20-25 წლის წინ გავრცელებული გალექსილი ხუმრობა ერთ-ერთ მაშინდელ ხელმძღვანელზე - „მისი ფიქრები არის ვიქნები და ვიქნებიო“ და სალომე ზურაბიშვილის ფიქრებიც არის „ვიქნები და ვიქნებიო“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის სამშობლოდ საქართველო ვერ იქცა.

„საერთო ჯამში, ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ ამხელა პასუხისმგებლობა გადასცა, 2018 წელს ნდობა გამოუცხადა და რომელმაც მისი არჩევა განაპირობა... ის ხალხი, რომელიც დღეს ეძახის მსოფლიოში ყველაზე ლეგიტიმურს და ხომ გახსოვთ 2018 წელს, ის ხალხი რასაც ეძახდა? და რას ამბობდნენ მის არჩევნებზე? - ეს იყო გაყალბებული, არალეგიტიმური პრეზიდენტი.

„ქართულმა ოცნებამ“, რომელმაც მაშინ წინასაარჩევნოდ თავისი თავით ჩაანაცვლა მისი კუთვნილი ადგილი ბანერებზე იმისთვის, რომ მისთვის გამარჯვება მოეპოვებინა, ასეთი იმედგაცრუება ნახა მასში. ვფიქრობ, რომ საბოლოო ჯამში, საქართველო მის [სალომე ზურაბიშვილის] სამშობლოდ ვერ იქცა და ის ემოცია, რომელიც უნდა ჰქონდეს პრეზიდენტს საკუთარი ხალხის, სამშობლოს მიმართ, მან ეს ემოცია ვერ გაიჩინა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ