ნინო ლაცაბიძე - პრემიერ-მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რესტავრაციის ფარგლებში, 2025 წელს, რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია გაგრძელდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე რუსთაველის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა და პროექტის მესამე ეტაპის დაწყების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ქალაქის მერმა საცხოვრებელ კორპუსებში არსებული პრობლემები, მათთან ერთად განიხილა.

„პრემიერ მინისტრის და სამთავრობო გუნდის მხარდაჭერით, ჩვენ რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაციის დაწყების შესაძლებლობა გვაქვს. განსაკუთრებული მადლობა იმისთვის, რომ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელების საშუალება მოგვეცა. დღეს მოსახლეობას შევხვდით, რადგან მათთან ერთად დაგეგმილი პროექტი ბევრად უფრო ეფექტური და შედეგიანი იქნება. ჩვენ ყველა მოთხოვნის და შენიშვნის გათვალისწინებას შევეცდებით, რომელიც მათი მხრიდან იქნა გაჟღერებული“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამაგრებითი სამუშაოები და ფასადების რეაბილიტაცია რუსთაველის N 25, 27, 32, 34 და 36 საცხოვრებელ კორპუსებს ჩაუტარდება. N32 საცხოვრებელი შენობის რეაბილიტაციისთვის, 656 745 ლარის ღირებულების სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად, უახლოეს პერიოდში ელექტრონული ტენდერი გამოცხადდება. N 25, 27, 34 და 36 კორპუსების რეაბილიტაციისთვის, კი ამ ეტაპზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა