შალვა პაპუაშვილი - ოპოზიცია რომ მოვიდეს ხელისუფლებაში, ბულდოზერსაც მიაყენებენ თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფინანსებული

ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში მოვიდეს, ბულდოზერსაც მიაყენებენ „იმედს“ და სხვა თავისუფალ მედიას, უფრო მეტიც, ეს ბულდოზერი გრანტებით იქნება დაფინანსებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, „ყველას კარგად ახსოვს, რა მოხდა უკრაინასა და მოლდოვაში, როდესაც ის ტელევიზიები, რომლებიც გარკვეული ადამიანების აზრს არ ეთანხმებოდნენ, დახურეს ან სახელმწიფოს გადასცეს“.

„შეხედეთ, რა უქნეს მედიას მოლდოვაში, უკრაინაში. ტელევიზიები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ ცალკეული ისტებლიშმენტის აზრს, პირდაპირ აჩუქებინეს ტელევიზიები სახელმწიფოსთვის თუ შესაბამისი ჯგუფებისთვის, მაგალითად უკრაინაში. გვეცნობა ხომ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა? მოლდოვაშიც ასე დახურეს რამდენიმე ტელევიზია და კრიტიკული აზრი ამით ჩაახშეს. ეს მეთოდები არის ის, რაც ჩვენ 2012 წლამდე ვნახეთ. ბულდოზერითაც მიადგებიან და კედელთანაც მიაყენებენ მათ, ვინც არ ეთანხმება, ეს არის ბოლშევიკური მეთოდები. 100 წლის წინაც გარედან მოგვახვიეს თავს ბოლშევიზმი, მაშინაც ტყავის ლაბადიანი ქალებითა და კაცებით. თანასწორობა ბოლშევიკებმა იცოდნენ თუ იცოდნენ, თანასწორად ქალები და თანასწორად კაცები ტყავის ლაბადებით და მაუზერებით დარბოდნენ, მიადგებოდნენ ხან მეცნიერს, ხან პედაგოგს, ხან ხელოვანს, გამოიყვანდნენ სახლიდან და "ტროიკები" ასამართლებდნენ. დღეს რა ხდება 100 წლის თავზე? ასევე გარედან თავს მოხვეული 21-ე საუკუნის ბოლშევიზმი, ასევე ქალები და კაცები თანასწორობის ლოზუნგით, იმავე სიმბოლურ ტყავის ლაბადებში, რომელიც ახლა ჭრელი ქურთუკებით შეიცვალა, მაუზერები მაშხალებმა ჩაანაცვლა და იგივე მეთოდებით მიდგომა, გამოყვანა და “ტროიკები“, რომლებიც „ფეისბუკზე“ იმართება, რომ ადამიანები გაანადგურონ. მათ დღეს უბრალოდ არ აქვთ უფლება, ხელში ეჭიროთ იარაღი, თორემ მათ რომ ჰქონდეთ ხელისუფლება, იარაღით დაადგებოდნენ ყველა ადამიანს, არავის დატოვებდნენ შურისძიების გარეშე. ამას ვხედავთ ჩვენ, ეს დაინახა ქართველმა ხალხმა. ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით მათ განსაკუთრებული აგრესია აქვთ, თქვენ ვერ მოისმენთ ვერცერთი ელჩის, ვერცერთი „ენჯეოს“ განცხადებას, რომელიც დაგიცავთ, რადგან ასეთი არის კონიუნქტურა. ზუსტად ასე გაუჩუმდნენ ელჩებიც, „ენჯეოებიც“ და სხვა აქტორებიც უკრაინაში, მოლდოვაში ტელევიზიების დახურვას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე