გორში პოლიციის მანქანა სასწრაფო დახმარების მანქანას შეეჯახა, რომელსაც მძიმე პაციენტი გადაჰყავდა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორში. მშვიდობის გამზირზე ერთმანეთს სასწრაფო დახმარების და პოლიციის ავტომობილები შეეჯახა.

შემთხვევის დროს, სასწრაფო დახმარების ბრიგადას პაციენტი კლინიკაში გადაჰყავდა, მომხდარის გამო სასწრაფო დახმარების სხვა ბრიგადის გამოძახება მოხდა, რომლითაც პაციენტი, 60 წელს გადაცილებული მამაკაცი სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, კლინიკაში მიყვანამდე პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცი ონკოლოგიური პაციენტი იყო, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, რის გამოც, მოხდა სასწრაფოს გამოძახება.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია