პროკურორი - სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანება აღენიშნება არა არჩილ მეფარიძეს, არამედ ლელა ჯუღელს - მოლოდინი გვაქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი, როგორც მუქარის, ასევე, ძალადობის ეპიზოდში

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანება აღენიშნება არა არჩილ მეფარიძეს, არამედ დაზარალებულ ლელა ჯუღელს, - ამის შესახებ ძალადობაში ბრალდებული მომღერლის, არჩილ მეფარიძის საქმის პროკურორმა, თამარ ყულჯანიშვილმა განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, მეფარიძის მიერ სასამართლოში გაჟღერებული ინფორმაცია, რომ თავად არის დაზარალებული, მასზე იძალადეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ სასამართლო არჩილ მეფარიძეს დამნაშავედ ცნობს და მის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

"არჩილ მეფარიძეს გამოძიების ეტაპზე არ მიუწოდებია ინფორმაცია, რომ მის მიმართ ლელა ჯუღელმა რაიმე სახით ფიზიკური ძალადობა განახორციელა, თუმცა სასამართლო პროცესზე გადაწყვიტა, რომ ვერსია შეეთავაზებინა სასამართლოსთვის, რომ თავად არის დაზარალებული, თითქოს, ლელა ჯუღელმა პირიქით, მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა აღინიშნოს, რომ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, დაზიანება აღენიშნება არა არჩილ მეფარიძეს, არამედ ლელა ჯუღელს. ვიდეოჩანაწერებშიც ასახულია, რომ არჩილ მეფარიძე არის აგრესიული ლელა ჯუღელის მიმართ და არა დაზარალებული ბრალდებულის მიმართ. ეს არის აბსურდული ვერსია, რომელიც საქმეში არსებულ მტკიცებულებებს არ ემყარება.

ბრალდების მხარეს მოლოდინი აქვს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება გამოტანილი და არჩილ მეფარიძეს დამნაშავედ ცნობს, როგორც მუქარის, ასევე ძალადობის ეპიზოდში, რადგან როგორც მოწმეთა ჩვენებებით, ვიდეოჩანაწერებით, როგორც სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით, ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ წარდგენილი ბრალდება ნამდვილად სამართლიანია, არსებულ მტკიცებულებებს ემყარება და მოლოდინი გვაქვს, სასამართლო თითოეულ მტკიცებულებას ობიექტურად შეაფასებს", - განაცხადა ყულჯანიშვილმა.

ცნობისთვის, შემთხვევა 2022 წლის 7 აპრილს, ჭავჭავაძის 33-ში მოხდა. დაზარალებული ლელა ჯუღელი აცხადებს, რომ მას მანქანის პარკირების დროს მომღერალი ფიზიკურად გაუსწორდა, ამასთან სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა.

აჩიკო მეფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას გულისხმობს.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა