გიორგი ჩაკვეტაძე ორბელიანზე მომხდარზე - "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან - დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი

"ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არცერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან - დეზინფორმაციით ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი , - ამის შესახებ „ქართული ოცნების" დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე, სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.

როგორც ჩაკვეტაძე აღნიშნავს,

"მსურს გამოვეხმაურო გუშინ, ორბელიანის მოედანზე მომხდარ ინციდენტს.

ორი დღეა, ოპოზიციური მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ სიცრუეს "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენ არაერთხელ ვამხილეთ მსგავსი ,,ფეიკები”, თუმცა, კვლავ აქვს ადგილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას.

კერძოდ, პირველ ეტაპზე გავრცელდა ტყუილი, რომ ჩვენი ორგანიზაციის წევრი, ზუკა კირვალიძე მონაწილეობდა ორბელიანზე მომხდარ ინციდენტში. შემდეგ, ეს თავადვე უარყვეს.

დღეს კი, საზოგადოებას ისევ არწმუნებენ, რომ ამ ფაქტის შესაძლო ფიგურანტები ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ "ქართული ოცნების" ახალგაზრდულ ორგანიზაციას და მის არც ერთ წევრს არანაირი შეხება არ აქვს ამ ინციდენტთან.

სამწუხაროდ, მსგავსი სიუჟეტებითა და დეზინფორმაციით ეს ჯგუფები ცდილობენ შეგნებულად შებღალონ ორგანიზაციის სახელი და ავტორიტეტი.

მოვითხოვთ ნაც. მოძრაობის ტელევიზიებისგან საჯაროდ უარყონ ეს ბრალდებები.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაცია კატეგორიულად ემიჯნება და გმობს ნებისმიერ ძალადობას", - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს,რომ ორბელიანის მოედანზე მამაკაცი „ქალების მარშის“ მონაწილეს ფიზიკურად უსწორდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა