გარდაბნის მერია - 350 ოჯახს საახალწლო ნობათი გადაეცემა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერია 350 ოჯახს საახალწლო ნობათს გადასცემს.

კერძოდ, მათივე ინფორმაციით, სადღესასწაულო საჩუქრების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში გარდაბნის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, შშმ სტატუსის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებულ ბავშვებს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლების ბენეფიციარებს, „ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროგრამის" და ა(ა)იპ გარდაბნის თერაპიულ ცენტრის ბენეფიციარებს სასურსათო ნობათები გადაეცემათ.

„სადღესასწაულო კალათები სხვადასხვა სახეობის პროდუქტს მოიცავს და მისი საერთო ღირებულება 38 000 ლარს აღემატება.

აღსანიშნავია, რომ სოციალურად დაუცველი, შშმ და მზრუნველობას მოკლებული ადამიანებისთვის თანადგომისა და მხარდაჭერის გამოხატვის მიზნით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ყოველ წელს სხვადასხვა სოციალურ პროგრამას ახორციელებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს