ნატო „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის  მიზეზების დასადგენად, „სრული გამოძიების ჩატარების“ მოწოდებით გამოდის

ნატო „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის კატასტროფის მიზეზების დასადგენად, სრული გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის.

ალიანსის სპიკერი X-ზე სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს კატასტროფის დროს დაშავებულებს.

"ჩვენ ვფიქრობთ და ვლოცულობთ "აზერბაიჯანის ავიახაზების" - J28243 რეისის ოჯახებსა და მსხვერპლებზე. კატასტროფის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და სრული გამოძიების მოწოდებით გამოვდივართ", - წერს ნატოს პრესსპიკერი ფარა დაჰლალა.

შეგახსენებთ, ყაზახეთის ქალაქ აქთაუში „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა. თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ბაზო-გროზნოს რეისს ასრულებდა, 67 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის ეკიპაჟის 5 წევრი და 62 მგზავრი.

აზერბაიჯანის სამთავრობო წყაროებმა Euronews-ს ექსკლუზიურად დაუდასტურეს, წინასწარი გამოძიების ინფორმაცია, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფა რუსულმა მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტამ გამოიწვია.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს