ირაკლი კობახიძე - რუსეთთან რომ ვაჭრობ, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას - არცერთ კითხვაზე მათ არ აქვთ პასუხი, ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს

არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს - შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, რომ გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, თუ როგორია მისი შეფასება, „როდესაც კომპანიების ნაწილი, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილი ხელისუფლების მიმართ, დიდ მოგებას იღებენ რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური ურთიერთობით“.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ესეც არის იგივე ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ისინი საჯარო დისკუსიას გაურბიან.

„არიან ადამიანები, რომლებიც იწუნებენ ჩვენს პრაგმატულ პოლიტიკას, მათ შორის, ალბათ მომხრე არიან, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთის ფედერაციას, ყოველ შემთხვევაში განცხადებების დონეზე. მარტივად ჩავეკითხებით ამ ხალხს - შენ რომ ვაჭრობ რუსეთთან, გაგაქვს შენი საქონელი, რანაირად ითხოვ პარალელურად ჩვენგან რუსეთთან არაპრაგმატული პოლიტიკის წარმოებას და იგივე სანქციების დაწესებას. ან მეორე კითხვა - ევროპარლამენტი რომ გამოვიდა და მოითხოვა ჩვენგან რუსეთისთვის სანქციების დაწესება, გამოვიდა ვინმე და გააკეთა კრიტიკული განცხადება? ხომ აწყობთ, გააგრძელონ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან და ამაში ჩვენ ვერ გავკიცხავთ მათ, პირიქით, ჩვენ თვითონ ვართ მომხრე იმისა, რომ სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან შევინარჩუნოთ, მაგრამ შენ რომ ხარ ბიზნესმენი და რომ სარგებლობ ამ ყველაფრით და გაქვს სავაჭრო ურთიერთობები, ეკონომიკურ შემოსავალს იღებ რუსეთთან ვაჭრობით, რატომ არ გამოხვედი და რატომ არ გააკრიტიკე ევროპარლამენტი იმისათვის, რომ სრულიად არაადეკვატური მოთხოვნა წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას. თუ შენ ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თუ გრძნობ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ უნდა დაიცვა ყველგან შენი სახელმწიფოს და შენი ქვეყნის ინტერესები, რატომ არ გამოხვედი და არ გააკრიტიკე ევროპარლამენტის აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა, ან სხვა ევროპელი პოლიტიკოსების აბსოლუტურად არაადეკვატური მოთხოვნა. ამ კითხვებზე არ აქვთ პასუხი, ამიტომ ვერ ჯდებიან ვერც ერთ დისკუსიის ფორმატში, რომ არცერთ კითხვაზე მათ არ აქვთ პასუხი. ჩვენ ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი, რაც არ უნდა დაისვას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გადაცემა ,,იმედი LIVE"-ში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე