ირაკლი კობახიძე - დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რითაც დაღუპეს უკრაინა

დღევანდელი საქართველო არ არის 2013 წლის უკრაინა, ეს არის სახელმწიფო მტკიცე ინსტიტუტებით, მათ შორის მტკიცე ძალოვანი სტრუქტურებით და აქ შეუძლებელია იმ სცენარის გათამაშება, რაც გაათამაშეს 2013 წელს და რითაც დაღუპეს უკრაინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, ქვეყანაში ძალადობისა და ვითარების ესკალაციის არავითარი შანსი აღარ არის.

„რაც მთავარია, ეს დალაგებული 500-კაციანი ძალადობრივი რესურსი განეიტრალებულია და როცა არ გაქვს ძალადობის რესურსიც და ხალხი არ გამოდის შეკრებებზე, ასეთ დროს არავითარი შანსი არ აქვთ, რაიმე ესკალაცია მოახდინონ. მე მაქვს მოლოდინი, რომ რადგან სხვა გზა არ აქვს ოპოზიციას, მათ ურჩევნიათ, შემოვიდნენ პარლამენტში. თებერვალში მე მგონია, ასე იქნება. პირველსავე სხდომაზე, შეიძლება გავსებული ვნახოთ სხდომათა დარბაზი. სხვა შემთხვევაში ისინი უბრალოდ ჩაიდენენ პოლიტიკურ თვითმკვლელობას. ვნახოთ, როგორ წავა ეს პროცესები. მთავარი, რაც უნდა გააცნობიეროს საზოგადოებამ, არის ეს, რომ არც ერთ გადაწყვეტილებას ეს ადამიანები, ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არ იღებენ დამოუკიდებლად. ნული დამოუკიდებლობა. ესეც არის ერთ-ერთ მიზეზიც, რატომაც არიან მუდმივი თვითდაზიანების რეჟიმში. ყოველ ჯერზე ისინი ასრულებენ დავალებას და არც ერთ შემთხვევაში არ იღებენ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს. ამიტომაც უწევთ ხშიარდ თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნა. ასივე პროცენტით, სრულად, მათი თითოეული ნაბიჯი ნაკარნახევი არის, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არ აინტერესებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, საკუთარ ინტერესებსაც კი ვერ მიყვებიან. ერთადერთი, რასაც მიყვებიან, არის გარე დავალებები და მოქმედებენ მხოლოდ ამ დავალებების კარნახით, მეტი არაფერი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც მომხმარებლებს დარჩათ - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები