ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვის კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს

ნატო ფინეთსა და ესტონეთს, რომლებიც ბალტიის ზღვაში მდებარე ელექტროგადამცემ კაბელებთან დაკავშირებით შესაძლო დივერსიას იძიებენ, მხარდაჭერას სთავაზობს, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა.

„ვესაუბრე [ესტონეთის პრემიერ-მინისტრს] კრისტენ მიხალს ბალტიის ზღვის კაბელებზე შესაძლო დივერსიის შესახებ. ნატო სოლიდარობას უცხადებს მოკავშირეებს და გმობს ნებისმიერ თავდასხმას კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ ვაკვირდებით ესტონეთისა და ფინეთის გამოძიებებს და მზად ვართ შემდგომი მხარდაჭერისთვის“, - აღნიშნა რუტემ.

ცნობისთვის, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დაზიანდა ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი. მოგვიანებით, ფინეთის ხელისუფლებამ დააკავა გემი, Eagle S-ი, რომელსაც ბალტიის ზღვაში რუსული ნავთობი გადაჰქონდა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ წყალქვეშა კაბელის გათიშვა მან გამოიწვია და რომ გემმა ასევე ინტერნეტის ოთხი ხაზი დააზიანა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს