13 იანვრამდე გამოცხადებულ უქმე დღეებში მომსახურების სააგენტო და საპატრულო პოლიციის მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს - მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდებისა და ავტომობილების განბაჟების ვადებმა გადაიწია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წლის დღესასწაულის გამო გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით მომსახურების სააგენტო, ასევე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების სერვისცენტრები და საინფორმაციო ქოლცენტრი 2025 წლის 1-12 იანვარს არ იმუშავებენ, ხოლო 13 იანვრიდან მუშაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

მათი ცნობით, იმ პირებს, რომლებსაც მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე (მოედანი) გასვლა 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით უწევდათ, აღნიშნული დღეების გამოყენების შესაძლებლობა 2025 წლის 13 იანვრიდან მიეცემათ.

„მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასვლას კანდიდატები 2025 წლის 13 იანვრიდან შეძლებენ.

იმ პირებს, რომლებსაც შენახული/დაჯავშნილი აქვთ სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო სანომრე ნიშნები და აღნიშნულ პერიოდში ეწურებათ შენახვის/დაჯავშნის დრო, ვადა გაუხანგრძლივდებათ 13 იანვრის ჩათვლით.

ის პირები, რომლებიც 2024 წლის 30-31 დეკემბერს დააფიქსირებენ ცნობის მისაღებად განაცხადს, ასევე მოითხოვენ ცნობის თარგმნა/დამოწმებას, გარდა დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნისა, დამზადებულ დოკუმენტს მიიღებენ 13 იანვრიდან.

იმ პირებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების განბაჟების ბოლო დღე უწევთ 2025 წლის 1-ელი იანვრიდან 12 იანვრის ჩათვლით პერიოდში, საჯარიმო სანქციები არ დაეკისრებათ და განბაჟების ბოლო ვადად განესაზღვრებათ 13 იანვარი.

აქვე გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული ჯარიმის გასაჩივრების ბოლო დღე დაემთხვევა უქმე დღეს, მოქალაქეს შესაძლებლობა ექნება გასაჩივრების ვადით ისარგებლოს ბოლო უქმე დღის მომდევნო (პირველივე) სამუშაო დღეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა