ირაკლი კობახიძე - წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა - მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტს დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს

წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა -მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იქნება საუკეთესო პრეზიდენტი.

მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება ორ დღეში. მას ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია აკისრია. წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ვგულისხმობ წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი