ირაკლი კობახიძე - წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა - მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტს დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს

წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა -მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი იქნება საუკეთესო პრეზიდენტი.

„მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია შედგება ორ დღეში. მას ძალიან მნიშვნელოვანი და რთული ფუნქცია აკისრია. წინა წლებში პრეზიდენტის ინსტიტუტის რეპუტაცია მნიშვნელოვნად დაზიანდა. აქ არ ვგულისხმობ ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტს, ვგულისხმობ წინა პრეზიდენტებსაც. მიხეილ ყაველაშვილის მისია იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკარგული რეპუტაცია აღუდგინოს. დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი ამას საუკეთესოდ შეძლებს. ის არის პატრიოტი, ღირსეული ადამიანი, რომელსაც უყვარს საკუთარი ქვეყანა და იქნება საუკეთესო პრეზიდენტი ჩვენი ქვეყნისთვის”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა