ირაკლი კობახიძე - ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ რომ მოგვიწიოს სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციიდან ძალით გამოყვანა და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

დამეთანხმებით, ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ რომ მოგვიწიოს მისი [სალომე ზურაბიშვილის] გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მათი მოვალეობაა გააფრთხილონ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა.

„მგონია, რომ ამ შემთხვევაში, მაინც გონივრულად იმოქმედებს სალომე ზურაბიშვილი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ვერ იქნება მელიას სცენარის გამეორება,ეს არ არის პარტიული ოფისი ეს არის საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია, შესაბამისად, იქ, იგივე სცენარის გათამაშება ნიშნავს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას, რაც ითვალისწინებს მრავალწლიან პატიმრობას არამარტო უშუალოდ სალომე ზურაბიშვილისთვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის,რომელიც ამ სცენარში იქნება ჩართული. აქედან გამომდინარე, მე არ მგონია,რომ პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავს გაწირავს ციხისთვის და ასევე გაწირავს 100-150 ადამიანს,რომელიც მასთან ერთად შეიძლება მოიაზრებოდეს. აქედან გამომდინარე, მე ასეთი არაგონივრული სცენარის გათამაშებას არ ველოდები.

სალომე ზურაბიშვილის და სხვა შესაბამისი პირების გაფრთხილება არის ჩვენი მოვალეობა. ეს არის არამარტო ჩვენი უფლება, არამედ ეს არის ჩვენი მოვალეობა. ნებისმიერი ხელისუფლება უნდა იყოს ორიენტირებული არა რეპრესიისკენ, არამედ დანაშაულის პრევენციისკენ. ჩვენი ამოცანა, ამ შემთხვევაში, არის დანაშაულის პრევენცია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი. დამეთანხმებით, ძალიან ცუდი სურათი იქნება ჩვენ, რომ მოგვიწიოს მისი გამოყვანა რეზიდენციიდან ძალით და გადაყვანა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის სასურველი სურათი. ეს შეიძლება აწყობდეთ სალომე ზურაბიშვილის პატრონებს და შეიძლება მისცენ ასეთი დავალება, მაგრამ ეს არ იქნება ლამაზი, ასე ვიტყოდი. ესეც ქვეყანას, რა თქმა უნდა, არ დააქცევს, არაფერი განსაკუთრებული, მაგრამ უბრალოდ არ იქნება ლამაზი სურათი. აქედან გამომდინარე, ჩვენი მოვალეობაა გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული და შესაბამისად, არ მოუწიოს თავადაც ამ ულამაზო სურათში მონაწილეობა“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი