ირაკლი კობახიძე - რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია, როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა - გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან

როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია - ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან. ეს არ მოხდება! - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „თან რუსეთში ვაჭრობენ და არ გმობენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც მოთხოვნილია რუსეთისთვის სანქციების დაწესება“.

„ჩვენ გვაკრიტიკებენ რუსეთთან პრაგმატული პოლიტიკის გამო და თვითონ არიან ამ პრაგმატული პოლიტიკით მოსარგებლეები. აქ ჩანს რეალურად, რომ პოლიტიკური მიკერძოება აქვთ. ეს პოლიტიკური მიკერძოება არის მთავარი მიზეზი იმის, რომ აკეთებენ არაადეკვატურ განცხადებებს. თან რუსეთში ვაჭრობენ და არ გმობენ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომლითაც მოთხოვნილია რუსეთისთვის სანქციების დაწესება. ერთადერთ რაიმეზე შესაძლოა მიანიშნებდეს ასეთი ორმაგი სტანდარტი, მათ აქვთ პოლიტიკური მიკერძოება, მათაც სურდათ, როგორც დანარჩენ 750 ათასს ამომრჩეველს ხელისუფლებაში დაბრუნებულიყო კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რასაც ვერ მიაღწიეს. ახლა იმედგაცრუების გამო ორმაგი სტანდარტებით საუბრობენ. როდესაც ბიზნესმენს უნდა იმ პოლიტიკური ძალის დაბრუნება, რომელიც პირველ რიგში, ბიზნესის რეკეტით გამოირჩეოდა, რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია. ამასაც შესაძლოა ჰქონდეს ახსნა. არიან კონკრეტული ბიზნესმენები, რომელთაც კავშირი აქვს შესაბამის ძალებთან. ისინი საკუთარ გამორჩენას ელიან ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნებიდან. ეს არ მოხდება. ბიზნესის თავისუფლება უზრუნველყოფილი იქნება“, - აღნიშნა პრემიერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები