ირაკლი კობახიძე - არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, თებერვალში, როცა საპარლამენტო სესია გაიხსნება, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში

არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, თებერვალში, როდესაც მომდევნო საპარლამენტო სესია გაიხსნება, შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში - არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებით, სამი ბარიერგადალახული პარტიის მიერ, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღება.

მისი შეფასებით, „პატრონებმა“ ოპოზიციური პარტიები ცუდ მდგომარეობაში ჩააყენეს და სწორედ ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრული ნაბიჯები, რომლებსაც ოპოზიციური პარტიები დგამენ.

„4-დან სამმა ბარიერგადალახულმა პარტიამ აღიარა არჩევნების შედეგები, დამატებით 2-მა პარტიამ მიიღო დაფინანსება და არჩევნების შედეგები აღიარეს. მანამდე შეგახსენებთ, რომ „ლელომ“ მიიღო ცესკოში თანამდებობა, აქაც აღიარეს არჩევნების შედეგები. რეალურად, ყველა ხედავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობაში ყველა დარწმუნებულია, უბრალოდ მათ პატრონების დავალებით გარკვეული თამაში დაიწყეს, ხელისუფლების ძალადობრივი მეთოდებით შეცვლა უნდა ეცადათ, თუმცა ესეც ჩაუვარდათ, ახლა განსხვავებული პროცესი წარიმართება. თებერვალში, როდესაც მომდევნო საპარლამენტო სესია გაიხსნება შეიძლება ჩვენზე ადრე შევიდნენ პარლამენტში.

საკუთარმა პატრონებმა ეს პარტიები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდეს და ამას უკავშირდება ის არათანმიმდევრულობა, რომელიც დღეს სახეზეა, ერთი პარტია ამბობს ერთს, დანარჩენები სხვას, სრული შეუთანხმებლობა, ერთი კვლავაც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს, ყველა დანარჩენმა კი აღიარა. ეს ყველაფერი არის იმ არათანმიმდევრული შედეგის ბრალი, რომელიც მათ გადადგეს. მათ ცადეს, რევოლუციის მოწყობა ძალადობრივი მეთოდებით - ჩაუვარდათ და ახლა არიან აბსოლუტურად დეზორიენტირებულები, ეს არის მათი არათანმიმდევრული ნაბიჯების მიზეზი“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბარიერგადალახულმა პარტიებმა, საბიუჯეტო დაფინანსება მოიპოვეს. ოთხი ოპოზიციური პარტიიდან, რომლებიც პარლამენტის 5%-იანი ბარიერი გადალახეს, საბიუჯეტო დაფინანსებაზე უარი მხოლოდ ერთმა პარტიამ - „კოალიცია ცვლილებისთვის“ - თქვა.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე