ნონა ქურდოვანიძე - საჯარო სექტორიდან ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ტერორის ერთ-ერთი ფორმაა

­

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, საჯარო სექტორიდან ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლება ტერორის ერთ-ერთი ფორმაა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებები, რომ მოხდება საჯარო სამსახურის წმენდა, მიანიშნებდა იმას, რომ რეპრესიები დაიწყებოდა დაიწყო კიდეც.

„ეს არის ტერორის ერთ-ერთი ფორმა. ამასთან დაკავშირებით ანგარიშში არის საუბარი, როდესაც არა მარტო კანონმდებლობა გაუარესდა, არამედ, ეს მუქარები, საჯაროდ გაცხადებული პოზიციები, მათ შორის, კალაძის, „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, რომ მოხდება საჯარო სამსახურის წმენდა, მიანიშნებდა იმას, რომ რეპრესიები დაიწყებოდა საჯარო სამსახურებში და დაიწყო კიდეც. ამის გამოვლინება იყო პირველი ის, რომ საკანონმდებლო ბაზა ამისთვის მომზადდა. იგულისხმება რეორგანიზაციის გამარტივება. ასევე, იგულისხმება ის, რომ შუალედური რგოლის მოხელეები აღარ ითვლებიან საჯარო მოხელეებად და მათზე ვრცელდება სხვა რეგულაციები, ადმინისტრაციული ხელშეკრულების პრაქტიკა. ჯერ არ არის ეს ცვლილებები ამოქმედებული, თუმცა სამომავლოდ, როცა ამოქმედდება, ძალიან დიდი საფრთხეა იმისა, რომ საჯარო სამსახური მთლიანად დაიმორჩილოს პოლიტიკურმა გავლენამ, ამ შემთხვევაში, „ქართულმა ოცნებამ“ და შეეცადოს, რომ იქ ჩაახშოს ყველანაირი კრიტიკული და განსხვავებული აზრი. ეს არის ამისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პრაქტიკაშიც უკვე აისახა არა ამ კანონის ამოქმედებით, არამედ, არსებული კანონების გამოყენებით, ადამიანების სამსახურიდან გათავისუფლებით“, - განაცხადა ქურდოვანიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში