რუსთავის ბაგა-ბაღების 6000-მა აღსაზრდელმა მერიისგან საახალწლო საჩუქრები მიიღო

რუსთავის მერიის საახალწლო საჩუქარი, წელს რუსთავის ბაგა-ბაღების 6 ათასამდე აღსაზრდელმა მიიღო.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, ქალაქის ოცდასამივე საბავშვო ბაღში ახალი წლის დადგომამდე, საზეიმოდ აანთეს ნაძვის ხე და სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა.

საახალწლო ღონისძიებას რუსთავის რამდენიმე ბაგა-ბაღში, ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატთან ირაკლი შატაკიშვილთან ერთად დაესწრო.

,,რუსთავში უკვე მესამე წელია, რაც ჩვენს პატარებს საახალწლოდ საჩუქრებს გადავცემთ, ნაძვის ხის ანთებისთვის კი ყველა ბაგა-ბაღში განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობა და მზადებაა. რუსთავის მერიისგან საჩუქარი წელს 6 ათასამდე ბავშვმა მიიღო. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ მათთვის საახალწლო განწყობა შეგვექმნა. კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ჩვენს პატარას მივულოცო დამდეგი შობა-ახალ წელი", - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მათივე ცნობით, ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების გადაცემის ტრადიცია, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, რუსთავში მესამე წელია გრძელდება.

„ბოლო სამი წლის განმავლობაში, რუსთავის მერიაში მიმდინარე მუნიციპალური სერვისების რეფორმის ფარგლებში, ბაგა-ბაღებში არაერთი პოზიტიური სიახლე დაინერგა. სისტემატურად ახლდება ინვენტარი, დანერგილია ნუტრიციოლოგების შედგენილი კვების მენიუ, გაზრდილია ბაგა-ბაღების თანამშრომლების შრომითი ანაზღაურება, პედაგოგები და აღმზრდელები ჰუმანური პედაგოგიკის სპეციალურ კურსს, ცნობილი მეცნიერის, შალვა ამონაშვილის აკადემიაში გადიან.

ამ ეტაპზე, რუსთავში, ორი საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია და ორი ახალი ფილიალის მშენებლობა მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - არაფერი მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ საგარეო ორიენტირს ცვლის და აშშ-თან ან ევროკავშირთან პოლიტიკური ურთიერთობების დალაგებას ცდილობს, საქმე გვაქვს ეკონომიკური ან ლოჯისტიკური პრობლემების გადაწყვეტის მცდელობასთან
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
Gorenje-მ ფეხბურთის ლეგენდა ლუკა მოდრიჩი ბრენდის ელჩად დაასახელა: ნამდვილი სიდიადე სახლიდან იწყება
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
50%-იანი ქეშბექი შოპინგზე - Bybit Georgia და City Mall ახალ კამპანიას იწყებენ
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების მეორე ეტაპზე შეთავაზებული აპარტამენტები ერთ დღეში გაიყიდა
რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია „საქრძე“ უერთდება „საოჯახო კალათის“ ინიციატივას
კრიპტო უკვე თიბისის მობაილბანკშია